პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Saxifraga+Rubia+Cyperus+Achyranthes
აღწერა
ცისტონი შემადგენლობა აქტიურ კომპონენტებს: Didymocarpus pediccllata - ს ყვავილების ექსტრაქტი 65 მგ; Saxifraga Ligulata-ს ღეროების ექსტრაქტს 49 მგ; Rubia cordifolia-ს ღეროების ექსტრაქტს 16 მგ; Cyperus scariosus -ს ფესურის ექსტრაქტს 16 მგ; Achyranthes aspera -ს თესლების ექსტრაქტს 16 მგ; Onosma bracteatum-ს ზედა ნაწილების ექსტრაქტს 16 მგ; Vemonia cinerea-ს მთლიანი მცენარის ექსტრაქტს 16 მგ; კალციუმკარბონატის სილიკატის ფხვნილს - (Hajrul yahood bhasma) 16 მგ; გასუფთავებული მუმიეს ფხვნილს (Shilaject Purified) 13 მგ. Ocimum basilicum -ის ზედა ნაწილები, Dolichos biflorus -ს თესლებს, Tribulus terrestris-ს ნაყოფი, Mimosa pudica-ს თესლები, Pavonia odorata-ს მთლიანი მცენარე, Equisetum arvense-ს მთლიანი მცენარე, Tectona grandis-ს თესლები.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსი მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი, აეროსილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიური პრეპარატები, შარდის კონკრემენტების გამხსნელები.
ჩვენებები:
თერაპიული ჩვენებები: შარდკენჭოვანი დაავადება, ოქსალატის შემცველი კენჭები, ფოსფატის შემცველი კენჭები, შარდმჟავას და ურატული წარმოშობის კენჭები, კრისტალურია, ოპერაციის შემდგომ კენჭების წარმოქმნის რეციდივების შეფერხება, გლიკოლის მჟავას შერეული კრისტალები.
როგორც დამხმარე საშუალება: შარდგამომყოფი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია ორსულობისას, არასპეციფიური ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი, წვა შარდვისას, პოდაგრა და ჰიპერურიკემია, შარდის შეუკავებლობა ქალებში. სიალოლითიაზი.
დოზირება და მიღების წესი: როგორც სამკურნალო საშუალება: შარდკენჭოვანი დაავადებისა და კრისტალურიისას: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 4-6 კვირის განმავლობაში ან კენჭის გამოდევნებამდე. შარდგამომყოფი გზების ინფექციისას: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ინფექციური პროცესის ალაგებამდე. შარდის გამომყოფი გზების რეციდივული ინფექციისას: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 6-12 კვირის განმავლობაში. თირკმლის მწვავე კოლიკისას: 2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში სიმპტომების გაქრობამდე. შარდვის დროს წვისას: 2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში 4-5 დღის განმავლობაში ან სიმპტომების გაქრობამდე. კენჭების რეციდივის თავიდან აცილების მიზნით: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 4-დან 5 თვის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ცალკეული კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არის აღწერილი.
განსაკუთრებული მითითებები: ვინაიდან ცისტონის ეფექტი ვითარდება თანდათანობით, ამიტომ შარდგამომყოფი გზების მწვავე ტკივილებისას მისი მიღება არ არის რეკომენდებული და შესაბამისად მისი მიღება წყდება.
გარეგნული სახე და შეფუთვა: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, ღია-ყავისფერი, უფრო ღია და უფრო მუქი ფერის ჩანართებით. 100 ტაბლეტიანი პლასტმასის ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +10-დან +30C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
3861