გინომიქსი სანთელი ვაგინალური #12

გინომიქსი სანთელი ვაგინალური #12

კორეის რესპუბლიკა

კოლმარი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს 50.2 მგ ნეომიცინის სულფატს, 100 000 ს.ე. ნისტატინს, 35 000 ს.ე. პოლიმიქსინი B სულფატს.

ჩვენებები: საშოს კანდიდოზი, არასპეციფიკური ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, არასპეციფიკური საშოს დაავადების და მგრძნობიარე საშოს ბაქტერიების ადგილობრივი მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში უნდა მოხდეს საშოში ღრმად 1 კაფსულის შეყვანა ერთხელ დღე?ი, დაბანის შემდეგ, ძილის წინ, 6 დღე. მწვავე ან ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში მიიღება 1-2 კაფსულა ორჯერ დღეში, 6-12 დღე, დილას და საღამოს.

გვერდითი მოვლენები: ეგზემატოზური ალერგიული კონტაქტური დერმატიტი გრძელვადიანი მკურნალობისთვის, აუტანელი ალერგიული სიმპტომები ადგილობრივი გამოყენებისას.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აღნიშნული პრეპარატი ამცირებს რეზინის პროდუქტების ან ლატექსის მოქმედებას, როგორიცაა კონდომები და დიაფრაგმა.

განსაკუთრებული მითითებები: საჭიროა დანიშნული დოზებისა და მიღების წესის დაცვა. რეკომენდირებულია ხანმოკლე მკურნალობა, ვინაიდან შეიძლება ტოქსიკური გავლენა იქონიოს სმენასა და შარდგამომყოფ სისტემაზე. მიღება პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ან მეორე სისტემური ტოქსიკური სიმპტომის დროს არ არის რეკომენდირებული. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თუ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები წარსულში აღნიშნულა ანტიბიოტიკების ან სგავსი პრეპარატების მიმართ. ბაქტერიების მდგრადობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მგრძნობელობის შემოწმება და მიღების ხანმოკლე კურსი. მოწოდებულია საშოში გამოყენებისთვის და არა შიგნით მისაღებად. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მენსტრუალური ციკლის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გარეგნული სახე და შეფუთვა: რძისფერი ოვალური საშოს რბილი კაფსულები, შეიცავს ღია ყვითელი ფერის სითხეს. ორი ბლისტერი, თითოეულზე #6 ვაგინალური კაფსულით და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კოლმარი
ქვეყანა
კორეის რესპუბლიკა
ჯენერიკი
ნეომიცინი+პოლიმიქსინი+ნისტატინი
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
12
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი