/images/logo_ka.svg
კლიმადინონი ტაბლეტი #60

კლიმადინონი ტაბლეტი #60

გერმანია

ბიონორიკა

პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:

კლიმადინონი® პერორალური ხსნარი
100 გრამი კლიმადინონი® პერორალური ხსნარი შეიცავს:
ციმიციფუგას (Cimicifugae racemosa, rhizome) ფესვურის 12 გრ თხევად ექსტრაქტს, შეფარდებით 1:5, რაც 2,4 გრამი სამკურნალო მცენარეული მშრალი ნედლეულის ექვივალენტურია (ექსტრაგენტი - 50% ეთილის სპირტი მოცულობით).
დამატებითი ინგრედიენტები: ნატრიუმის საქარინის დიჰიდრატი 2H2O, ბაღის პიტნის ზეთი, ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

კლიმადინონი® შემოგარსული ტაბლეტები
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ციმიციფუგას ფესვურას (Cimicifugae racemosa, rhizome) 2,8 მგ მშრალ ექსტრაქტს (5-10:1), რაც 20 მგ სამკურნალო მცენარეული მშრალი ნედლეულის ექვივალენტურია (ექსტრაგენტი - 58% ეთილის სპირტი მოცულობით).
დამატებითი ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის ორწყლიანი წყალბადფოსფატი, ტალკი, ტიტანის ორჟანგი (ΙV) E-171, რკინის ჟანგი ყვითელი E-172, რკინის ჟანგი წითელი E-172, მაკროგოლი 6 000, ამიაკის მეტაკრილატის თანაპოლიმერი.

სამკურნალო ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი
პერორალური ხსნარი

აღწერილობა
პერორალური ხსნარი: ღია-ყავისფერი, გამჭვირვალე სითხე მოტკბო გემოთი და მერქნის არომატით. შენახვის პერიოდში შესაძლოა გაჩნდეს მცირე რაოდენობით ნალექი.
შემოგარსული ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ფორმის, მოვარდისფრო შეფერილობის ტაბლეტები გლუვი ზედაპირით.
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედება:
გამოყენების ჩვენებები:
მცენარეული პრეპარატი მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ჩივილების შესამსუბუქებლად.

გამოყენების წესი და დოზირება:
მიიღება 30 წვეთი ხსნარი ან 1 შემოგარსული ტაბლეტი ორჯერ დღეში, ერთსა და იგივე დროს (დილით და საღამოს). ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

თუ ჩივილები შენარჩუნებულია პრეპარატის გამოყენების პერიოდშიც, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ციმიციფუგას ფესვურას (Cimicifugae racemosa, rhizome) მიღება 6 თვეზე მეტხანს არ არის რეკომენდირებული.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიონორიკა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ციმიციფუგას ექსტრაქტი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat