კუმლაუდე - ვაგინალური დამატენიანებელი გელი pH 3.8 განკუთვნილია ვაგინალური სიმშრალის, ქავილისა და გაღიზიანების შესამსუბუქებლად. ამცირებს დისკომფორტს სქესობრივი აქტის დროს, თავსებადია საშოს ბუნებრივ pH-თან და კონდომების გამოყენებასთან, უზრუნველყოფს ინტიმური ზონის ნაზ დატენიანებას.
კუმლაუდე ვაგინალური დამატენიანებელი გელ-კრემი გამოიყენება ვაგინალური სიმშრალის, ქავილის, გაღიზიანების, მტკივნეული სქესობრივი კავშირის დროს. თავსებადია საშოს PH-თან და კონდომების გამოყენებასთან.
გამოიყენება კვირაში სამჯერ, სასურველია ღამე, ძილის წინ. უმჯობესია აპლიკატორის გამოყენება წოლით მდგომარეობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი გამოყენება. მოხსენით თავსახური აპლიკატორს და ფრთხილად სრულად მოათავსეთ კანულა საშოში, მოუჭირეთ ხელი ტუბს მანამ, სანამ სრულად დაიცლება. შემდეგ, გამოიღეთ აპლიკატორი, ისე რომ არ შეამციროთ ზეწოლა ტუბზე. იწექით კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში.
კვირაში სამჯერ, სასურველია ღამე, ძილის წინ.
რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან გვერდითი ეფექტების შემთხვევაში აუცილებელია გამოყენების შეწყვეტა ან ექიმთან კონსულტაცია.
თითო ტუბი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, მათი ხელმეორედ გამოყენებისას გარანტირებული არ არის ჰიგიენის შესაბამისი დაცვა და საჭირო ეფექტი.
თვალში მოხვედრის შემთხვევაში უნდა მოხდეს წყლით ჩამობანვა.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.