კუმლაუდე - დილიჯინი ვაგინალური დამატენიანებელი გელი განკუთვნილია მენოპაუზის პერიოდში ვაგინალური სიმშრალის, ქავილისა და გაღიზიანების შესამსუბუქებლად. ამცირებს დისკომფორტს სქესობრივი აქტის დროს, ატენიანებს და აღადგენს ლორწოვანს. თავსებადია კონდომებთან და უსაფრთხოა რეგულარული გამოყენებისთვის.
კუმლაუდე დილიჯინი ვაგინალური დამატენიანებელი გელ-კრემი გამოიყენება ვაგინალური სიმშრალის, ქავილის, გაღიზიანების, მტკივნეული სქესობრივი კავშირის დროს. თავსებადია კონდომების გამოყენებასთან.
მოხსენით ტუბს თავსახური და დაამაგრეთ მასზე აპლიკატორი. მოუჭირეთ ტუბს და შეავსეთ აპლიკატორი, სანამ დგუში არ გაჩერდება (დაახლოებით 1გ პროდუქტი). მოხსენით ტუბს აპლიკატორი და დაახურეთ თავსახური. მოათავსეთ აპლიკატორი სრულად საშოში, დააწექით დგუშს აპლიკატორის სრულ დაცლამდე. გამოიღეთ აპლიკატორი საშოდან. სწორი გამოყენების მიზნით სასურველია პროდუქტის გამოყენება დაწოლილ მდგომარეობაში და ამ პოზიციის შენარჩუნება პროდუქტის გამოყენებიდან დამატებით 2-3 წუთის განმავლობაში. ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ აპლიკატორს დგუში და კარგად გარეცხეთ წყლით, რათა შეძლოთ ხელმეორედ გამოყენება.
დაახლოებით 1 გ გელ-კრემი გამოიყენება კვირაში სამჯერ, ყოველ მომდევნო დღეს, სასურველია ღამე.
რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან გვერდითი ეფექტების შემთხვევაში აუცილებელია გამოყენების შეწყვეტა ან ექიმთან კონსულტაცია. თვალში მოხვედრის შემთხვევაში უნდა მოხდეს წყლით ჩამობანვა.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.