გამოიყენება მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქსიის გასაუმჯობესებლად, ქრონიკული პროსტატიტის, ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის და პროფილაქტიკის დროს.
გოგრის თესლის ექსტრაქტი - გამოირჩევა ანტიოქსიდანტური ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით, ის მდიდარია ნუტრიენტებით, როგორიცაა ვიტამინი E, თუთია, მანგანუმი, ლინოლის მჟავა. ეს ინგრედიენტები იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. გოგრის თესლში თუთიის შემცველობა მნიშვნელოვანია პროსტატის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, იგი ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას რასაც თან ახლავს შარდვის გაძნელება, გახშირება და საშარდე სისტემის ინფექციები, გოგრის თესლის ექსტრაქტი ასევე ხელს უწყობს უკვე არსებული პრობლემების შემსუბუქებას.
SAW PALMETTO – ჯუჯა პალმა: ტრადიციულად, რეკომენდებულია პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების და იმპოტენციის დროს. დადგენილია, რომ ჯუჯა პალმის ზოგიერთი კომპონენტი ამცირებს პროსტატის ჰიპერპლაზიას.
POLLEN – მცენარეთა მტვრიანა, ყვავილოვან მცენარეთა მამრობითი სქესის ორგანო, რომელიც აუცილებელია მცენარეთა განაყოფიერებისათვის. მტვრიანა მატებს ენერგიას, ზრდის ფიზიკურ ამტანობას, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს გახდომას, აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისა და სტრესისგან. ითვლება, რომ ფუტკრის მტვრის გამოყენება პერორალურად ხელს უწყობს დაბერების პროცესის შენელებას, კანის გაახალგაზრდავებას და ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებას.
VITAMIN E -აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისათვის. ვიტამინ E-ს გამოხატული აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან ანელებს რა ლიპიდების ჟანგვით პროცესებს და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ვიტამინი E, აგრეთვე მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების ფორმირებაში. ტოკოფეროლი ხელს უშლის სისხლის შედედების მომატებას, დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე, მონაწილეობს გონადოტროპინების წარმოქმნაში. E ვიტამინის დეფიციტი მამაკაცებში იწვევს სათესლის ეპითელიუმის ცვლილებებს.
ZINC - თუთია მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში და მამაკაცის სასქესო ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებაში (წარმოადგენს მამაკაცის სასქესო ჰორმონის დიჰიდრო-ტესტოსტერონის შემადგენელ ნაწილს). სავარაუდოდ, ამიტომ მისი შემცველობა ყველაზე მაღალია სათესლის და ჯალღუზისებრი სხეულის (ეპიფიზის) ქსოვილებში, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია მამაკაცისა და ქალის სექსუალური ფუნქციის რეალიზაციასთან.
SELEN – სელენი შედის მრავალი ცილის, ლიპოსაქარიდის და ფერმენტის შემადგენლობაში. აქვს ძლიერად გამოხატული ანტიკანცეროგენული მოქმედება, უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების დაცვას და მოძრაობას, მის ამ თვისებას ხშირად იყენებენ მამაკაცის უშვილობის მკურნალობაში. ყველაზე მეტად სელენი ცნობილია როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის მიკროელემენტი, რადგან ის არამარტო იცავს უჯრედულ მემბრანებს ჟანგბადის აგრესიული ფორმებით დაზიანებისაგან, არამედ აქტიურად ეხმარება ვიტამინ E-ს მისი ძლიერი ანტიოქსიდანტური პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
ARGININ - არგინინი ახდენს სპერმატოგენეზის პროცესის სტიმულირებას და სასქესო ორგანოების ავსებას სისხლით. სათესლე სითხე შეიცავს არგინინს, ამიტომ მას იყენებენ მამაკაცის უშვილობის მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში.
ორნაპროსტი მიიღება შინაგანად, ჭამის შემდეგ 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში, რეკომენდებულია ხანგრძლივი გამოყენებისათვის.
ინახება არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე, (არ ინახება მაცივარში) მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.