შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერებები: ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი, შემასქელებელი არაბული გუმფისი; ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი, მალტოდექსტრინები, ნივთიერებები შემჟავებისათვის: ნატრიუმის ციტრატი და ლიმონმჟავა); ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ქლოროჰიდრატი); Extrafolate-S® (კალციუმის L-მეთილფოლატი ან 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი კალციუმი); ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი).
გამოყენების რეკომენდაციები: შეიძლება რეკომენდებული იყოს როგორც სურსათის დანამატი კვების დროს, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების - ტრანს-რესვერატროლის, ფოლიუმის მჟავის და ვიტამინების: B6, B12, D - დამატებითი წყარო. რესვერატროლს შეუძლია გააუმჯობესოს კვერცხუჯრედის ხარისხი და გაზარდოს სპერმის კონცენტრაცია და მობილურობა. Revifast (მაგნიუმის ჰიდროქსიდზე დაფუძნებული რესვერატროლი) აქვს გაზრდილი ხსნადობა და კუჭში აბსორბციის მაჩვენებელი, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს.
მიღების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა: მოზრდილებისთვის დოზა არის - ერთი ტაბლეტი ჭამის წინ დილით და საღამოს, წყლთან ერთად.
გამოყენებისას სიფრთხილის ზომები: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის ცალკეული კომპონენტების მიმართ. არ გამოიყენოთ საკვების სრულად ჩასანაცვლებლად. არ არის განკუთვნილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია გამოყენებამდე და ნებისმიერ მედიკამენტთან კომბინაციის შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ გამოიყენოთ მინიმალური ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.