ჩვენებები: ინიშნება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება •ქრონიკული პროსტატიტი; •ქრონიკული პროსტატიტით გამოწვეული სექსუალური დარღვევები; •წინამდებარე ჯირკვლის ადენომის (პროსტატის ასაკობრივი გადიდება) დროს ანთებითი შეშუპება; •პროსტატაზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომი პერიოდი; •ქრონიკული პროსტატიტის პროფილაქტიკა
დოზირება და გამოყენების წესი: რექტალურად (სწორ ნაწლავში) თითო სანთელი დღეში 2 ჯერ, დილა-საღამოს 12 საათიანი შუალედით, 10-15 დღე . სანთლის შეყვანის შემდეგ აუცილებელია 20 წუთი მუცელზე წოლა. კურსის გამეორება 2-3 თვის შემდეგ
პროსტატიტის პროფილაქტიკა: 1 სანთელი რექტალურად დღეში ერთხელ ან ორჯერ 15-20 დღის განმავლობაში. წელიწადში 2 ჯერ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება ხანმოკლე ფაღარათი და უმნიშვნელო წვა, რომელიც არ ითვალისწინებს მკურნალობის შეწყვეტას.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა საშუალების შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: •სანთლის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. •ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია. •დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას შეიძლება აღინიშნოს ხანმოკლე ტკივილი.
შენახვის პირობები: ინახება მაცივარში ტემპერატურაზე არა უმეტეს 10 C, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ მშრალ ადგილას.