რეაფემი კაფსულა ვაგინალური და შიგნით მისაღები 100მგ #30
რეაფემი კაფსულა ვაგინალური და შიგნით მისაღები 100მგ #30

რეაფემი კაფსულა ვაგინალური და შიგნით მისაღები 100მგ #30

ესპანეთი

ლაბ. ლეონ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - პროგესტერონი
Rheafem განეკუთვნება პროგესტერონის და ბუნებრივი პროგესტერონის შემცველ წამლის ჯგუფს.
ეს მედიკამენტი გამოიყენება პროგესტერონის ნაკლებობის, მენოპაუზისთვის ჰორმონის ჩანაცვლების თერაპიის დროს ზოგიერთი ნაყოფიერების პრობლემების მოსაგვარებლად.
პერორალური მიღება: ზოგადად, პროგესტერონის სადღეღამისო დოზაა 200-დან 300 მგ-მდე.

ვაგინალურად: სადღეღამისო დოზა შეიძლება მერყეობდეს 100-დან 600 მგ-მდე მკურნალობის მიზეზის მიხედვით; თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ Rheafem . ვიდრე უნდა ღებულობდეთ: დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით დიდი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს და მოახსენეთ რა რაოდენობის მედიკამენტი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ Rheafem . დალევა/მიღება: მიიღეთ როგორც კი შეძლებთ და მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. თუ შეწყვეტთ 200 მგ (100 მგ ) Rheafem -ით მკურნალობას: ამ პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა მედიკამენტის მსგავსად Rheafem-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა გვერდითმა მოვლენებმა:
პერორალური მიღება: მედიკამენტის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს ძილიანობამ და თავბრუსხვევამ. მენსტრუალური ციკლის შემცირება ან სისხლდენის დარღვევა ლუთეალურ ფაზაში.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან თუ შეიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც აქ არ არის მითითებული, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ 200 მგ (100მგ ) Rheafem მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. მოქმედების ვადის ამოწურვის ბოლო დღედ ითვლება თვის ბოლო დღე. არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ როგორ განკარგოთ მედიკამენტი რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.


შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია: შემადგენლობა Rheafem : აქტიური ნივთიერებაა მიკრონიზებული პროგესტერონი, თითოეულ რბილ ჟელატინის კაფსულაში 200 ან 100 მგ.
სხვა ინგრედიენტებია: შიგთავსი: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი. გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანი, დიოქსიდი როგორ გამოიყურება პროდუქტი და შეფუთვის შიგთავსი რეაფემის (Rheafem) 200 ან 100 მგ რბილი ჟელატინის კაფსულები პერორალური და ვაგინალური გამოყენებისთვის. შეფუთვაში 30 კაფსულა.
-ორსულობა -პროგესტერონი არის ჰორმონი რომლის დონეც ორსულობის დროს იზრდება და ამ პერიოდში მისი მიღება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
- ძუძუთი კვება პროგესტერრონი გამოიყოფა რძეში. მეძუძური ქალბატონებისთვის მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ლეონ ფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
პროგესტერონი
დოზა
100მგ
ფორმა
კაფსულა ვაგინალური და შიგნით მისაღები
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი