გამოიყენება თირკმელებში ოქსალატების, ურატების, კარბონატების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის დროს.
მცენარეული ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.
შტოშის ექსტრაქტი შეიცავს: ბიოფლავონოიდებს, C, PP და B ჯგუფის ვიტამინებს, ფენოლურ ნაერთებს, ტრიტერპენოიდებს, პროანტოციანიდებს და მიკროელემენტებს (ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კობალტი, სპილენძი).
შტოში ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში. იგი ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიის უნარს უროეპითელურ უჯრედებზე. შტოშს ახასიათებს ანტიკანცეროგენული მოქმედება, ვინაიდან მონაწილეობს სიმსივნური უჯრედების აპოპტოზის პროცესში. სამკურნალო მცენარის შემადგენლობაში არსებულ პროანტოციანიდის ოლიგომერებს, ფლავონოიდებსა და ტრიტერპენოიდებს აგრეთვე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას), ანტიბაქტერიული (განსაკუთრებით აქტიურია E. coli-თან მიმართებაში) და ანტიოქსიდანტური მოქმედება. შტოშის ექსტრაქტი აუმჯობესებს თირკმლის, ზედა და ქვედა საშარდე გზების ფუნქციას, ზრდის დიურეზს. იგი ამცირებს სხვადასხვა ინფექციებისა და ცისტიტის განვითარების რისკს.
C ვიტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს ორგანიზმში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ქსოვილებზე.
მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, სასურველია კვების დროს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.