ურობერი კაფსულა #30

ურობერი კაფსულა #30

ამერიკის შეერთებული შტატები

ამვილაბი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Vaccinium macrocarpon+Vit.C+Vit.E
შემადგენლობა: 2 კაფსულა შეიცავს: მაღალ კონცენტრურებული ამერიკული შტოშის ექსტრაქტი - 504 მგ (50:1, ექვივალენტი 25000 მგ შტოშის ნაყოფის), C ვიტამინი - 40 მგ, E ვიტამინი - 2.7 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამერიკული შტოშის კენკრა შეიცავს ბიოფლავანოიდებს, C , B ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მაღალი კონცენტრაციით პროანტაციანიდებს (პაცს). შტოშის ექსტრაქტი ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე, ცვლის შარდის pH -ს ისე, რომ შექმნას ბაქტერიების გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემო. შტოშს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია E.Coli - ის მიმართ, ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, სპაზმოლიზური მოქმედება. შტოში აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს, ხელს უწყობს ზედა და ქვედა საშარდე გზების, თირკმლის ფუნქციონალურ ნორმალიზაციას, აფერხებს ინფექციის განვითარებას, ამცირებს ცისტიტების განვითარების რისკს და პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებას ანტიბიოტიკების მიმართ კომპლექსურ თერაპიაში.

ჩვენება:

საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი)
თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა
მიღება და დოზირება: 2 კაფსულა დღეში 200 მლ წყალთან ერთად, 4- 8 კვირა.
უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში , 18 წლამდე პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ამვილაბი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
შტოშის ექსტრაქტი+ასკორბინის მჟ+ვიტ ე
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი