/images/logo_ka.svg
უროსანი კაფსულა #30

უროსანი კაფსულა #30

ლიეტუვა

აკონიტუმი

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Vaccinium macroc.+Solidago+Echinacea
შემადგენლობა
უროსანის თითოეული კაფსულა შეიცავს:
შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი (Vაცცინიუმ მაცროცარპონ) 300 მგ;
ოქროწკეპლას ბალახის ექსტრაქტი (შოლიდაგო ვირგაურეა) 40 მგ;
ექინაცეის ბალახის ექსტრაქტი (Eცჰინაცეა პურპურეა) 25 მგ;
დათვის კენკრას ნაყოფის ექსტრაქტი (Aრცტოსტაპჰყლოს უვა-ურსი) 25 მგ;

უროსანი - არის მცენარეული ექსტრაქტების დაბალანსებული კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციონირებას, პროფილაქტიკურად მოქმედებს შარდის ბუშტის ანთების დროს და ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადი იმუნურ სისტემის შენარჩუნებას.

ჩვენებები:
გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების, მათ შორის შარდის ბუშტის ანთების, პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით.
შარდის ბუშტის ანთება – ეს არის უსიამოვნო და დამღლელი მდგომარეობა. ის გამოიხატება მოშარდვის მუდმივი სურვილით, მაშინაც, როცა შარდის ბუშტი ცარიელია. ამ დროს შარდვა მტკივნეულია, შარდში შესაძლებელია გაჩნდეს სისხლი, ამას ასევე შესაძლებელია თან დაერთოს მუცლის ტკივილი. შარდის ბუშტის ანთების რისკი იზრდება გადაღლის, ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანების, იმუნიტეტის და ბაქტერიების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის დასუსტების შედეგად. ანთება უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, რადგან, ანატომიურად მათ აქვთ უფრო მოკლე ურეთრა, შედეგად, ანთება შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულ სტადიაში.
სიმპტომები რომლებიც ახლავს თან შარდის ბუშტის ინფექციებს:
• ტკივილი და წვა შარდვის დროს
• ხშირი შარდვა
• ცხელება
• მუქი შარდი
• გულისრევა ან ღებინება მძიმე შემთხვევებში
• ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
• სისხლი შარდში
• შარდის უსიამოვნო სუნი

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ, ჭიქა წყლის დაყოლებით.

გამოშვების ფორმა:
30 კაფსულა შეფუთვაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აკონიტუმი
ქვეყანა
ლიეტუვა
ჯენერიკი
შტოში+დათვის კენკრა+ექინაცეა+ოქროწკეპლა
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat