ვასკლორი გელი ვაგინალური 8% 22.5გრ ტუბი+აპლიკატორი #1
ვასკლორი გელი ვაგინალური 8% 22.5გრ ტუბი+აპლიკატორი #1

ვასკლორი გელი ვაგინალური 8% 22.5გრ ტუბი+აპლიკატორი #1

საბერძნეთი

ვერისფიელდი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: გელის ყოველი გრამი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 80 მგ პროგესტერონი. დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, პალმის გლიცéრიდო ჰიდროგენიზებული ზეთი, კარბომერი 974, სორბინის მჟავა, პოლკარბოფილი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰორმონალური საშუალება. ქალის ჰორმონები.

ჩვენებები: ციკლის არაადექვატური ლუთეინური ფაზის მკურნალობა. ინ-ვიტრო განაყოფიერების ხელშეწყობა ლუთეინური ფაზის უკმარისობის შემთხვევებში.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია საშოს შიდა გამოყენებისთვის. უნდა მოხდეს გელის ერთი ინტრავაგინალური გამოყენება ყოველ მეორე დღეს, პასუხის შესაბამისად საჭიროების მიხედვით, არაადექავტური ლუთეიური ფაზის პერიოდიდან ციკლის ბოლო 12 დღე. როდესაც ვასკლორი გამოიყენება ინ-ვიტრო განაყოფიერების ხელშეწყობისთვის, გელი ვასკლორი 8% გამოიყენება დღეში ერთხელ, 30 დღის განმავლობაში, სანამ ორსულობა არ დადასტურდება ლაბორატორიული ტესტებით. ვასკლორი შეყავთ პირდაპირ ვაგინაში სპეციალურად შექმნილი აპლიკატორით. უნდა მოხდეს ტუბის თავსახურის მოხრახვნა და გახსნა. აპლიკატორი უნდა მიეხრახნოს ტუბს და გადაბრუნდეს უკუღმა, დგუშზე უნდა მოხდეს ზეწოლა წინააღმდეგობამდე. აპლიკატორი უნდა აივსოს ტუბზე დაჭერით. აპლიკატორი უნდა მოცილდეს ტუბს და მოთავსედ ღრმად საშოში, მჯდომარე ან მწოლიარე, მუხლებში მოხრილ მდგომარეობაში. შემყვანის შიგთავსი უნდა გამოიდევნოს დგუშით, მოშორდეს აპლიკატორი. ვასკლორი ამოფენს საშოს ლორწოვანს და უზრუნველყოფს პროგესტერონის ხანგრძლივ გამოყოფას.

უკუჩვენებები: არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა. ჰიპერტენზია, ღვიძლის უკმარისობა, დიაგნოსტირებული ორსულობა, აბორტის რეციდივი. ძუძუს ან გენიტალური კიბო, თუ ეს არ არის მკურნალობის ნაწილი. თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლური მდგომარეობა ამჟამად ან წარსულში. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: როდესაც პრეპარატი იხმარება ინ-ვიტრო განაყოფიერების ხელშეწყობისთვის, მისი გამოყენება შეიძლება ორსულობის დადგომის შემდეგაც. არა რის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

გარეგნული სახე და შეფუთვა: გელი შეფუთულია ალუმინის ტუბში პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით. ყოველი ტუბი შეიცავს 22,5 გ გელს და ახლავს 15 ერთჯერადი აპლიკატორი.

შენახვის პირობები: ინახება სითბოსგან და ტენისგან მოშორებით, ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვერისფიელდი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
პროგესტერონი
დოზა
8%
ფორმა
გელი ვაგინალური
შეფუთვა
ტუბი+აპლიკატორი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
22.5გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი