იმუნოფიქსი კაფსულა #10

იმუნოფიქსი კაფსულა #10

დანია

ბიო ქეა კოპენჰაგენი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - იმუნოფიქსი კაფსულა #10

იმუნოფიქსი - ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმების სტიმულირებით ახდენს ორგანიზმის დაცვას სასუნთქი გზების ინფექციებისგან. ამცირებს ინფექციების სიხშირეს, ხანგრძლივობას და სიმძიმეს, ამცირებს ანტიბიოტიკების მოხმარებას.

რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
რეკომენდირებულია, როგორც დამხმარე თერაპია სასუნთქი გზების ყველა ინფექციური დაავადებების დროს.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა (ქრონიკული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი).
აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია იმუნოფიქსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში დანიშვნა ( ანტიბიოტიკები და მუკოლიზური საშუალებები).

დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულა, 1ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში. 20 დღიანი შესვენების შემდეგ, საჭიროა განმეორდეს 10 დღიანი კურსი. იმუნოფიქსით მკურნალობის სრული კურსი შეადგენს 3 თვეს, ანუ 30 კაფსულას.

გაფრთხილება:
მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას. გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით, თუ სიმპტომები გრძელდება მიაკითხეთ მკურნალ ექიმს. ვიტამინებს შეუძლია მხოლოდ დახმარების გაწევა, თუ საკვებიდან არ ხდება საკმარისად მათი მიღება. ვიტამინების დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება.
საკვები დანამატი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ჩანაცვლება მარავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ან იღებთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რCტემპერატურაზე, შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიო ქეა კოპენჰაგენი
ქვეყანა
დანია
ჯენერიკი
ბატერიული ლიზატი+კოლოსტრუმი+ბეტა გლუკანი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი