ალერიქსის სპრეი შექმნილია ოთახის მტვერში არსებული ალერგენების(ოთახის მტვრის ტკიპის ალერგენები, მცენარის მტვერი, შინაური ცხოველების და სოკოების ალერგენები) მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად.
ჰიპრომელოზა, პოლი (ვინილ ალკოჰოლი), ლიმონმჟავა, იზოპროპილ მირისტატი, ბენზილ ბენზოატი, კოლოიდური სილიკატი.
ალერიქსის სპრეი შექმნილია ოთახის მტვერში არსებული ალერგენების(ოთახის მტვრის ტკიპის ალერგენები, მცენარის მტვერი, შინაური ცხოველების და სოკოების ალერგენები) მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად. ის ანეიტრალებს ოთახის მტვრის ალერგენებს, მათი ქიმიური სტრუქტურის შეცვლის ხარჯზე და ჰაერში მყოფ ალერგენებს აწებებს ერთმანეთს. შედეგად ის ამცირებს ალერგენების კონცენტრაციას ჩასუნთქულ ჰაერში და აუმჯობესებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას.
ალერიქსის სპრეი გამოიყენება:
გარემოდან ალერგენების ეფექტურად მოსაშორებლად შესხურებული ზედაპირები არ გაწმინდოთ მტვერსასრუტით 24 სთ-ის განმავლობაში. პროდუქტის კომპონენტებს ესაჭიროება დრო, რათა შეაწებოს ალერგენები და შეამციროს მათი ფილტვებში ასპირაციის რისკი.
საჭიროების შემთხვევაში გარეცხეთ ხალიჩა ან რბილი ავეჯი, გარეცხვის შემდეგ ხელახლა შეასხურეთ ალერიქსის სპრეი, მომავალში დასაცავად.
ალერიქსის სპრეის გამოყენება რეკომენდებულია რბილ და ტექსტილის ზედაპირებზე, სადაც ოთახის მტვრის ალერგენების მაღალი კონცენტრაციაა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილებს, სადაც გძინავთ (მატრასები, დივნები), საბნებს და ბალიშებს, რბილ ავეჯს, ხალიჩებს, ხალიჩიან იატაკებს და ა.შ.
მატრასები, საბანი და ბალიში, რბილი ავეჯი, ხალიჩები და ხალიჩით დაფარული იატაკები, ფარდები, რბილი სათამაშოები, ბავშვის უსაფრთხოების სავარძელი და მანქანის სალონის რბილი გადასაკრავები, შინაური ცხოველების საწოლები.
ალერიქსის სპრეის ეფექტი გრძელდება 6 თვის მანძილზე და თანდათანობით გამოთავისუფლებული ინგრედიენტები უსაფრთხოა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.
ალერიქსის სპრეიმ გაიარა ტოქსიკურობის ტესტები, დერმატოლოგიური ტესტები და მისი ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.
დადასტურებულია, რომ ალერგიული ადამიანების საცხოვრებელ ადგილებში ალერიქსის სპრეის ერთჯერადი გამოყენებაც კი, მნიშვნელოვნად ამცირებს Der p 1 ალერგენის კონცენტრაციას, აუმჯობესებს მდგომარებას და ამცირებს ანტი-ალერგიული მედიკამენტების გამოყენებას.
ალერიქსის სპრეის გამოყენების შემდეგ:
პაციენტების შემთხვევების 89.9%-ში Der p 1 ალერგენის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნა. (Der p 1 არის ალერგიის ძირითადი გამომწვევი).
პაციენტების 60.9%-ში აღინიშნა ალერგიული რინიტის სიმპტომების შემცირება.
პაციენტების 89.1%-ში, რომლებზეც ეჭვი გვაქვს, რომ აქვთ ალერგია ოთახის ტკიპაზე, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა.
პაციენტების 64.1%-ში აღინიშნა ალერგიული სიმპტომების გაუმჯობესება და ანტიალერგიული მედიკაკმენტების მიღების შემცირება.
ალერიქსის სპრეის გამოყენების შედეგად რაიმე გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა საკვლევ ჯგუფში.
გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ დაიტანოთ უშუალოდ ადამიანის ან ცხოველის კანზე. მკაცრად მოერიდეთ შეხებას თვალებთან, პირთან, ცხვირთან ან ყელთან. ამ ადგილებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ 10-15 წთ-ის განმავლობაში დიდი რაოდენობის წყლით. თუ გაღიზიანება რჩება, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. არ გამოიყენოთ ნებისმიერ ინგრედიენტზე ალერგიის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, მოარიდეთ ბავშვებს.
მოარიდეთ ბავშვებს, შეინახეთ 5-40 ℃ ტემპერატურაზე.