ადვენზა კაფსულა #30

ადვენზა კაფსულა #30

ინდოეთი

ლაიფქეა ფორმულაშენს
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ბრომელაინი 45მგ; პაპაინი 100მგ; სერატიოპეპტიდაზა 15მგ; ქიმოტრიფსინი 2მგ.

უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე: მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე; შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში; პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ოთხი ძლიერმოქმედი პროტეოლიზური ფერმენტის სინერგიული მოქმედების წყალობით აინჰიბირებს ანთების მედიატორების პროსტაგლანდინების, ინტერლეიკინების და სხვათა გამონთავისუფლებას.ჩვენებები: ანთებითი შეშუპების დაშლა, ჰემატომა; ტრავმა, უბედური შემთხვევითა და ქირურგიული ჩარევით გამოწვეული; საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია; მოტეხილობები, კუნთის დაზიანება, მყესების დაზიანება; დისკის ინტრავერტებრალური თიაქარი (იშიაზი); ნეკროზული დაზიანების შემცირება; ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისას ანტიბიოტიკების პენეტრაციის გაძლიერება. ანგიოლოგია: თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული ობლ-ტერაცია, რეციდიული ფლებიტის პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპება. უროლოგია: ცისტიტი, ცისტოპიელიტი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ვარიკოზი. გინეკოლოგია: უროგენიტალური გზების ქრ. ინფექციები, ადნექსიტი, ჰისტოზი, მასტოპათია, ჰორმონალური მკურნალობების დროს გამოვლენილი არასასურველი გვერდითი გამოვლინებების შემცირება და გაქრობა. კარდიოლოგია: დაძაბულობის სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტის პერიოდი (სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების მიზნით). პულმონოლოგია: სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია. გასტროენტეროლოგია: პანკრეატიტი, ჰეპატიტი.ნეფროლოგია: პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი. ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური რეტინოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი. რევმატოლოგია: შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიოართრიტი, ოსტეოართრიტი. დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი, აკნე. ქირურგია: ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ანთება, თრომბოზი, შეშუპება), პოსტ-ტრავმული და ლიმფური შეშუპებების მკურნალობა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდეგ რომ არ ჩამოყალიბდეს უხეში ნაწიბური და შეხორცებითი პროცესი ადვილად წარიმართოს. შეუხორცებელი ჭრილობები, ჩირქოვანი ჭრილობები, შეხორცებები, შეშუპება. ტრავმატოლოგია: ტრავმები, მოტეხილობები, დისტოციები, ქრონიკული პოსტ-ტრავმული პროცესები, რბილი ქსოვილების ანთება, ტრავმები. ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი, ოსტეოქონდროზი. პედიატრია: ატოპიური დერმატიტი, სასუნთქი გზების ინფექციური და ანთებითი დაავადებები. იუვენილური რევმატოიდული ართრიტი. ოფთალმოლოგია: უვეიტი, ირიდოციკლიტი, ჰემოფთალმი, რეტინოპათია, ს-ს ოპერაციების შემდგომი პერიოდი.

დოზირება: მარტივი და მოხერხებული დოზირებით: 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: კაფსულები # 30.

მწარმოებელი: ლაიფქეა ფორმულეიშენს პვტ. ლტდ. (Lifecare Formulations Pvt. Ltd.), ინდოეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაიფქეა ფორმულაშენს
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ბრომელაინი+პაპაინი+სერატიოპეპტიდაზა+ქიმოტრიფსინი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი