/images/logo_ka.svg
ავეტექსი ტაბლეტი 20მგ #10

ავეტექსი ტაბლეტი 20მგ #10

საქართველო

ავერსი-რაციონალი

გამოიყენება ანთების და ტკივილის შესამსუბუქებლად ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დროს.

პროდუქტის შესახებ

ავეტექსი ტაბლეტი 20მგ

შემადგენლობა:

​აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
ტენოქსიკამს - 20 მგ;

დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).


ჩვენება: 

  • ანთების და ტკივილის შემსუბუქება ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დროს;
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე ანთებითი დაავადებების, ტრავმების, დაჭიმულობის და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებების მოკლევადიანი მკურნალობა.


მიღების წესი და დოზირება: 

ავეტექსის ტაბლეტები მიიღება შიგნით.
სასურველია მიღება ჭამის დროს ან საკვების მიღების შემდეგ.
პრეპარატი ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში ერთსა და იმავე დროს.
არ არის სასურველი უფრო მაღალი დოზების გამოყენება, რადგან მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი არ შეინიშნება და ამასთან მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ჩვეულებრივ პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 7 დღისა, მაგრამ მძიმე შემთხვევებში მიღება შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღემდე.


გვერდითი მოვლენები:

თავბრუ, თავის ტკივილი, ტკივილი და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის და მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა,
სტომატიტი, ანორექსია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა პერფორაცია, წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, პეპტიური წყლული, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), სისხლიანი ღებინება, სისხლიანი განავალი, პირის ღრუს დაწყლულება, გასტრიტი, პირის სიმშრალე, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.


უკუჩვენება:

  • პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • მომატებული მგრძნობელობა სალიცილატების, იბუპროფენისა და ასპირინისადმი, რომელსაც თან ახლავს ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება;
  • აქტიური ან ანამნეზში რეციდიული პეპტიური წყლული/სისხლდენა, მელენა, სისხლიანი ღებინება, ასას-ის მიღებით გამოწვეული პერფორაცია, მძიმე ფორმის გასტრიტი;
  • ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა;
  • ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
  • ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზაგალაკტოზის


ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ტენოქსიკამი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ავეტექსი ტაბლეტი 20მგ #10