/images/logo_ka.svg
კეტონალი დუო კაფსულა 150მგ #20

კეტონალი დუო კაფსულა 150მგ #20

სლოვენია

ლეკ ფარმაცეუტიკალსი

პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს კეტოპროფენის 150 მგ მოდიფიცირებული გამონთავისუფლების გრანულების სახით.

გამოყენების ჩვენებები:
კეტონალ დუო წარმოადგენს არასტეროიდულ ანტირევმატიულ პრეპარატს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით. ის გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად რიგი ტკივილის სინდრომების დროს და ანთებითი, დეგენერაციული და მეტაბოლური რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები:

ტკივილი:
- პოსტტრავმული;
- ოპერაციისშემდგომი;
- მტკივნეული მენსტრუაციები;
- ტკივილი ძვლოვანი მეტასტაზების შედეგად სიმსივნეების მქონე პაციენტებში.

რეავმატიული დაავადებები:
- რევმატოიდული ართრიტი;
- სპონდილოართრიტი (მაანკილოზირებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი);
- ნიკრისის ქარი, ფსევდო ნიკრისის ქარი;
- ოსტეოართრიტი;
- სახსარგარე რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსარის კაფსულიტი).

დოზები და გამოყენების ხერხი:
შინაგანად მისაღებად. მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დააყოლეთ არანაკლებ 100 მლ წყალი ან რძე. დაუშვებელია კაფსულების დაღეჭვა.
არასასურველი ეფექტები შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, თუ პრეპარატი მიღებული იქნება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მაქსიმალურად ხანმოკლე დროის მანძილზე, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისთვის.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ბავშვები
ჩეულებრივ დოზას წარმოადგენს კეტონალ დუო-ს 1 კაფსულა (კეტოპროფენის 150 მგ) დღეში ერთხელ.
კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 200 მგ. მკურნალობის დაწყებამდე კეტოპროფენის 150 მგ დღიური დოზით (კეტონალ დუო-ს ერთი კაფსულა) აუცილებელია საგულდაგულოდ შეფასდეს რისკი და სარგებელი. მაქსიმალურ სადღეღამისო დოზაზე უფრო მაღალი დოზა რეკომენდებული არ არის.
შესაძლებელია ერთდროულად ანტაციდების მიღება, რომლებიც ამცირებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე კეტოპროფენის გავლენის უარყოფითი ეფექტების ალბათობას.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეკ ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
კეტოპროფენი
დოზა
150მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat