ქსეფოკამი ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 8მგ ფლაკონი #5
ქსეფოკამი ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 8მგ ფლაკონი #5

ქსეფოკამი ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 8მგ ფლაკონი #5

ავსტრია

ვასერბუგერ არცნაიმიტელვერკ
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - lornoxicam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ოქსიკამები

გამოშვების ფორმა
მოქმედი ნივთიერების 8 მგ მუქი ფერის მინის ფლაკონში, 2 მლ ამპულა გამხსნელით (საინექციო წყალი) და ფურცელჩანართი მოთავსებულია მუყაოს კოლოფშI.
5 ან 10 ფლაკონი პრეპარატთან ერთად გამხსნელის და ფურცელჩანართის გარეშე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გამოყენების ჩვენებები
სხვადასხვა წარმოშვების ტკივილის სინდრომის ხანმოკლე მკურნალობა (მათ შორის ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან ლუმბოიშიალგია).

გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება პარენტერალურად.
საინექციო ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ ფლაკონის შემადგენლობის (ქსეფოკამის ფხვნილის 8მგ) საინექციო წყალში (2მლ) გახსნის შედეგად.
ხსნარის დამზადების შემდეგ იცვლება ნემსი. ინტრამუსკულარული ინექცია კეთდება გრძელი ნემსით.
ამ წესით მომზადებული ხსნარი შეიყვანება კუნთში ან ვენაში პოსტოპერაციული ტკივილისას და კუნთში მწვავე ლუმბაგო/იშალგიის შეტევისას.
ვენაში შეყვანის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არა უმცირეს 15 წამისა, კუნთში შეყვანის ხანგრძლივობა - მინ. 5 წამს.
საწყისი დოზა შესაძლოა შეადგენდეს 8 ან 16 მგ. არასაკმარისი გამაყუჩებელი ეფექტისას 8 მგ დოზის შემთხვევაში შესაძლოა იგივე დოზის დამატებით შეყვანა.
შემანარჩუნებელი თერაპია: 8 მგ 2ჯერ დღეში.
მაქსიმალური დღიური დოზა არუნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს.

გამოიყენება სიფრთხილით:
- თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში; (შრატის კრეატინინი 150-300 მკმოლ/ლიტრი);
- ბრონქული ასთმა;
-ღვიძლის დაავადება
- გულის კომპენსირებული უკმარისობა
- კუჭ-ნაწლავის წყლული და სისხლდენა ანამნეზში.
- ხანდაზმული პაციენტები (65 წელი და ზემოთ, კლირენსის დაქვეითების გამო). აგრეთვე პაციენტები 50 კგ ზე ნაკლები სხეულის წონით და ქირურგიული ჩარევების შემდგომ.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა/ალერგია ლორნოქსიკამის ან პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტისადმი; ან სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით.
• ჰიპოკოაგულაცია, ჰემორაგიული დიათეზი, სისხლის შედედების დარღვევა, პოსტოპერაციული მდგომარეობა, სისხლდენის რისკ-ფაქტორისას ან არასრული ჰემოსტაზისას;
• კუჭ-ნაწლავის ეროზიული-წყლულოვანი დაავადება (კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების სტადიაში;
• ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში;
• თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში; (შრატის კრეატინინი >300 მკმოლ/ლიტრი);
• გამოხატული თრომბოციტოპენია;
• კუჭ-ნაწლავის სისხლდება, სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ვარაუდის შემთხვევაშიც);
• გულის მწვავე უკმარისობის და ჰიპოვოლიემიის მქონე პაციენტებში;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• 18 წლამდე ასაკის პაციენტები (არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო)
• გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი;
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვასერბუგერ არცნაიმიტელვერკ
ქვეყანა
ავსტრია
ჯენერიკი
ლორნოქსიკამი
დოზა
8მგ
ფორმა
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი