ამინოკომბი კაფსულა #30

ამინოკომბი კაფსულა #30

პოლონეთი

უნიპრო
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ამინოკომბი კაფსულა #30

ჩვენებები:
L-კარნიტინი- ამინომჟავა, იგივე ლევოკარნიტინი, ბუნებრივი ნივთიერებაა:
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას (რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის დროს და ა.შ.)
აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, დადებითად მოქმედებს კოგნიტური ფუნქციების გააქტიურებაზე. გამოიყენება მეხსიერების დაქვეითების, ასაკობრივი დეპრესიის, ალცჰეიმერის დაავადების დროს.
აუმჯობესებს გულის კუნთის ენერგომომარაგებას.
ძლიერებს კუნთოვან ძალას და ასტიმულირებს ცხიმების წვას.
დადებით გავლენას ახდენს სექსუალურ აქტივობაზე.
L-არგინინი ალიფატური a-ამინომჟავაა:
ეხმარება იმუნიტეტს გამართულ ფუნქციონირებაში
ზრდის ცერვიკალური ლორწოს რაოდენობას ამაღლებს ლიბიდოს
ქმნის ხელსაყრელ გარემოს ნაყოფის ინპლანტაციისთვის.
აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, რაოდენობას და აქტივობას.
კოენზიმ Q-10 ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა;
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, პოლინეიროპათია, მიასთენია, ნევრიტი, შაკიკი.
შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგძლივი მკურნალობა.
გულის იშემიური დაავადებები, გულის ქრონიკული უკმარისობა, კარდიომიოპათია და ცირკულარული დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე. არ გამოიყენება დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენები:
არ ახასიათებს გამოკვეთილი გვერდითი მოვლენები, შეიძლება აღინიშნოს ინდივიდუალური აუტანლობა შემავალი კომპონენტების მიმართ.
იშვიათად აღინიშნება გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, არტერიული წნევის მატება, ჭარბი ოფლიანობა.
წამლებთან ურთიერთქმედება:
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რომელიმე პროდუქტს: ანაბოლური პრეპერატები და ლიპოის მჟავა L-კარნიტინთან კომბინაციაში აძლიერებს ლევოკარნიტინის შეწოვას ორგანიზმში.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ კარნიტინის და არგინინის ქსოვილებში დაგროვებას
დოზირება:
ამინოკომბი მიიღება 1 დან 4 კაფსულამდე ხანგძლივად
კვებითი დანამატი უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას დახურულ კონტეინერში.შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნიპრო
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
L-კარნიტინი+L-კარნიტინი+კოენზიმ Q
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი