ბეტროპილი კაფსულა #30

ბეტროპილი კაფსულა #30

ლიეტუვა

აკონიტუმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჯგ: თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები >> ნოოტროპული პრეპარატები
მწარმოებელი ფირმა - Changchun Changqing Pharmaceutical Group Co., LTD PRC
მწარმოებელი ქვეყანა - ჩინეთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
400მგ კაპლეტი №24

აქტიური ნივთიერებები:
პირაცეტამი - 200მგ,
ცერებროპროტეინი (ცერებროლიზატი) - 120მგ,
გლუტამინის მჟავა - 20მგ,
ქონდროიტინის სულფატი - 20მგ,
ვიტამინი B1 - 0.5 მგ,
ვიტამინი B2 - 0.5 მგ,
ვიტამინი B6 - 0.25 მგ,
ვიტამინი E - 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ინდიგოკარმინიჩვენებები
ბეტროპილი გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან.
- ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმები, რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები;
- თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომ აღდგენითი პერიოდი;
- თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებები (ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა);
- ქრონიკული ცერებროვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია);
- ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხება; დარღვევები, რომლებიც ბავშვებში ყურადღების დეფიციტთანაა დაკავშირებული;
- სხვადასხვა გენეზის დემენციის სინდრომი (ალცჰეიმერის დაავადება), ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული ენდოგენური დეპრესია;
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;
- ნევროლოგიური სინდრომები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, გადატანილი ინფექციების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.
- პრეპარატ ბეტროპილის ჩართვა ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონე ავადმყოფების კომპლექსურ თერაპიაში ამცირებს ინსულტის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულებას და აუმჯობესებს რეკონვალესცენციის პერიოდის მიმდინარეობას.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისთვის 1 კაპლეტი 2-3-ჯერ დღეში; 5 წლის ზემოთ ბავშვებისთვის 1 კაპლეტი ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი - წელიწადში 2-3-ჯერ.უკუჩვენება
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
პარკინსონიზმი;
ორსულობა;
ლაქტაცია;
5 წლამდე ასაკის ბავშვები;
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
სიფრთხილით ინიშნება სისხლდენის და სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აკონიტუმი
ქვეყანა
ლიეტუვა
ჯენერიკი
ბაკოპა+გამა-ამინო-ერბოს მჟ+გინკგო ბილობა+ვიტ ბ-1+ვიტ ბ-2+ვიტ ბ-5+ვიტ ბ-6+ვიტ ბ-9+ვიტ ბ-12+თუთიის გლუკონატი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი