კალმავისი სიროფი 150მლ ფლაკონი #1

კალმავისი სიროფი 150მლ ფლაკონი #1

იტალია

პერერი ფარმაციუტიცი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 5 მლ სიროფი შეიცავს: მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი) - 30 მგ; L-ტრიპტოფანი - 50 მგ; სამკურნალო გვირილას მშრალი ექსტრაქტი - 80 მგ; სამკურნალო მელისას მშრალი ექსტრაქტი - 50 მგ; წვრილფოთლიანი ცაცხვის მშრალი ექსტრაქტი - 20 მგ.

ჩვენებები: მომატებული შფოთვა და გაღიზიანება. მუდმივი გონებრივი დაძაბულობა და გადაღლა. ძილის დაღვევა, უძილობა. გუნება-განწყობის ცვალებადობა და ლაბილურობა. ასთენია, ნერვასთენია და სხვადასხვა წარმოშობის ვეგეტატური ნევროზი რომელსაც თან ახლავს ოფლიანობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი და სხვა ფსიქოსომატური გამოვლინებები. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპასტიურობა, სისხლძარღვთა სპაზმები, ვეგეტატიური ნევროზი. ემოციური და ფიზიკური ტრავმები. უმიზეზო შფოთვა, შიში, ნევროზული რეაქციები. კლიმაქტერული სინდრომით გამოწვეული ემოციური ლაბილურობა. თირეოტოქსიკოზის, ჰიპერთირეოზის, შაკიკის, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის, კარდიონევროზის, კარდიონევროზის, კარდიალგიის კომპლექსური მკურნალობა; ბენზოდიაზეპინის მოხსნის სინდრომი. გამოყენება ბავშვებში: მაღალი ქალაშიდა წნევა, ნევროზული მდგომარეობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, მსუბუქი ფორმის უძილობა ჩვილებში, ფსიქომოტორული აგზნებადობა ბავშვებში.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება შუადღისით ან ძილის წინ. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნალექის გაჩენას ბუნებრივი ნივთიერებების გამოყენების გამო რაც არ მოქმედებს პროდუქტის ხარისხზე. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებამდე პრეპარატი კარგად უნდა შეინჯღრეს. ბავშვები 0-დან 1 წლამდე: ნახევარი ჩაის კოვზი (2.5 მლ) 2-ჯერ დღეში. ბავშვები 1-დან 3 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 2-ჯერ დღეში. ბავშვები 3-დან 6 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში. ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 2-ჯერ დღეში. 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) 2-ჯერ დღეში. არ უნდა მოხდეს რეკომენდებულ დღიურ დოზას გადაჭარბება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 150 მლ სიროფი

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პერერი ფარმაციუტიცი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
მაგნიუმი+L-ტრიპტოფანი+გვირილა+ბარამბო+ცაცხვი
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი