მელასონი ტაბლეტი 3მგ #30

მელასონი ტაბლეტი 3მგ #30

ბელარუსი

რუბიკონი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: მელატონინი
ქიმიური დასახელება: N-[2-(5-მეტოქსი-1H-ინდოლ-3-ილ)ეთილ] აცეტამიდი
ერთ ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: მელატონინი 3მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:Lსაძილე და სედაციური საშუალებები. მელატონინური რეცეპტორების აგონისტები.
მიღების ჩვენება:
- ძილის დარღვევები, ქრონიკული უძილობის ჩათვლით, განსაკუთრებით 55 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში;
- ნორმალური ცირკადული რითმის დარღვევა, დაკავშირებული დროის სარტყლის ცვლილებასთან, რომელიც ვლინდება მომატებული დაღლილობით.


გამოყენების მეთოდი და დოზირება:
ძილის დარღვევების დროს: 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე, დღეში ერთხელ. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას გასაზღვრავს ექიმი, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 13 კვირას.
დროის სარტყლის ცვლილების დროს: გადაფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღე, 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2 ტაბლეტი დღეში.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სამკურნალო საშუალების დამხმარე კომპონენტების მიმართ, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, აუტოიმუნური დაავადებები, ლეიკოზი, ლიმფომა. ლიმფოგრანულომატოზი, მიელომა, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
მიღების თავისებურებები:
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:
<<მელასონის>> გამოყენების გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს. გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს ამგვარ პაციენტებში დღის საათებში ენდოგენური მელატონინის მნიშვნელოვან მომატებაზე, კლირენსის შემცირების გამო. ამიტომ მელატონინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:
ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის სხვადასხვა ხარისხის უკმარისობის გავლენის კვლევები არ არსებობს, ამიტომ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციეტებში მელატონინი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
გამოყენება პედიატრულ პრაქტიკაში:
0-18 წლის ბავშვებში <<მელასონის>> უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. არსებობს ლიტერატურული მონაცემები დღეში 300მგ-მდე გამოყენების შესახებ კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გარეშე. დოზის გადაჭარბებისას სავარაუდოა ძილიანობის განვითარება. აქტიური ნივთიერების კლირენსი ისაზღვრება შიგნით მიღებიდა 12 საათის შემდეგ. შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გამოხატულების გაძლიერება.
შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რუბიკონი
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
მელატონინი
დოზა
3მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი