პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ethylmethylhydroxypyridine succinate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ანტიოქსიდანტური პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 კაფსულა შეიცავს: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს - 0,1 გ
ჩვენებები:
• თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები;
• დისცირკულარული ენცეფალოპათია;
• ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
• ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები;
• მშფოთვარე, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
• აბსტინენციური სინდრომის კუპირება ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს;
• მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;
• ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
• გულის მწვავე და ქრონიკული იშემიური დაავადება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
• ქვედა კიდურების ანგიოპათია II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
• მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის დროს.
მიღების წესები და დოზირება:
კაფსულები ინიშნება პერორალურად. გამოსაყენებელი თერაპიული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პრეპარატის მიმართ ავადმყოფის მგრძნობელობის მიხედვით.
მკურნალობას იწყებენ დოზით 0,1 გ (1 კაფსულა) სამჯერ დღეში; მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.2 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 0.8 გ. პრეპარატის სადღეღამისო დოზას ანაწილებენ 2- 3 მიღებაზე დღის განმავლობაში.
მშფოთვარე მდგომარეობების, ვეგეტატიურ_სისხლძარღვოვანი დისფუნქციების და კოგნიტური დარღვევებისას ავადმყოფების მკურნალობისათვის მექსარონი გამოიყენება 2-6 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.
უკუჩვენება:
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მწვავე დარღვევა; ბავშვთა ასაკი; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
6330
ჯენერიკი
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/