გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული დაავადებებით გამოწვეული კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევის დროს.
გამა-ამინო-ბუტერინის მჟავა (GABA) – 150 მგ. GABA წარმოადგენს ძირითად შემაკავებელ ნეირომედიატორს რომელიც მონაწილეობას ღებულობს ტვინის ენერგეტიკული პროცესების აქტივაციაში, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას. ამცირებს ნეირონების აქტივობას და ეწინააღმდეგება ნერვული უჯრედების ჰიპერაგზნებადობას, ხსნის დაძაბულობას და გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. GABA აუმჯობესებს ნერვული პროცესების დინამიკას თავის ტვინში, აზროვნების პროცესს, მეხსიერებას. ხელს უწყობს მოძრაობითი აქტივობის და მეტყველების აღდგენას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდეგ.
მელატონინი 1 მგ - მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის მთავარი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს, რომელიც, არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რითმს, აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ფაზებს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას, უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას,აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ.
ურიდინ 5 მონოფოსფატის დინატრიუმის მარილი 60 მგ. - ყველაზე მნიშვნელოვანი ნუკლეოტიდი, რომელიც აუცილებელია ნერვულ ქსოვილში მეტაბოლური პროცესების შესანარჩუნებლად და ნერვული ღეროს მიელინური გარსის ფორმირებისთვის. უზრუნველყოფს ნერვულ უჯრედებში ფერმენტების ადექვატურ მიწოდებას, ხელს უწყობს პერიფერიული ნერვული ბოჭკოების აღდგენას და ნერვული სისტემის რეგენერირებას.
ციტიდინ 5-მონოფოსფატი 60 მგ. შედგება ნუკლეოზიდისგან, რომელიც დაკავშირებულია ფოსფატ ჯგუფთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს უჯრედული მეტაბოლიზმისთვის. ციტიდინ 5 -მონოფოსფატი ხელს უწყობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების და სხვადასხვა მოლეკულების სინთეზს.
გლიცინი 100 მგ. – ამინომჟავა და თავის ტვინის ერთ-ერთი მთავარი დამამუხრუჭებელი ნეირომედიატორია. გლიცინი ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის დამცველობითი დამამუხრუჭებელი პროცესების ნორმალიზაციას, ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას.
მაგნიუმის ოქსიდი - 95,24 მგ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმში, რომელიც აწესრიგებს კუნთოვანი, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს და ხელს უწყობს ემოციურ-ფსიქიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. იგი ააქტივებს 300-ზე მეტ ფერმენტს და მონაწილეობს მრავლობით სასიცოცხლო მნიშვნელობის მეტაბოლურ პროცესში.მაგნიუმი აუცილებელია ნეიროტრანსმისიისა და კუნთების შეკუმშვისათვის.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 6 მგ.- მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
მოზრდილები: 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ორსულობისა და ლაქტაციის, პერიოდში ექიმის რეკომენდაციის მიხედვით .
ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ინახება არაუმეტეს +25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.