პავასედი კაფსულა #30

პავასედი კაფსულა #30

იტალია

ვალუმედი
პროდუქტის შესახებ
მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება.
საკვები დანამატი
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
კატაბალახას (ვალერიანი) მშრალი ექსტრაქტი - 140მგ.,
ბარამბოს (მელისა) მშრალი ექსტრაქტი - 140მგ.,
პასიფლორას 0,5% მშრალი ექსტრაქტი - 70მგ.,
მაგნიუმი - 120მგ.,
ვიტამინი B6 -10მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პავასედი კომბინირებული საშუალებაა, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება.

კატაბალახა (ვალერიანი) ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება. აძლიერებს სხვა საძილე საშუალებების მოქმედებას.

ბარამბოს (მელისა) გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს გულისცემის სიხშირეს და აქვეითებს არტერიულ წნევას.

პასიფლორას აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.

მაგნიუმი უზრუნველყოფს ნეირონების მიერ ნერვულ იმპულსთა მიღება-გატარებას და მისი დეფიციტი ორგანიზმში განაპირობებს აღგზნებადობას, სტრესისადმი მიდრეკილებას.

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) - მონაწილეობს ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში.

ჩვენებები:
მოუსვენრობა, შფოთვა
მომატებული ნერვული აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა
ძილის დარღვევა, უძილობა
ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში ან დათრგუნვა

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. არ მიიღოთ პროდუქტი ალკოჰოლთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა ბლისტერზე
შენახვის წესები: ინახება 10-25C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვალუმედი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
პასიფლორა+ბარამბო+კატაბალახა+მაგნიუმი+ვიტ ბ-6
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი