რონოციტი ხსნარი საინექციო 500მგ/4მლ ამპულა #5
რონოციტი ხსნარი საინექციო  500მგ/4მლ ამპულა #5

რონოციტი ხსნარი საინექციო 500მგ/4მლ ამპულა #5

რუმინეთი

როტაფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - citicoline
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები

შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ციტიკოლინი (ნატრიუმის მარილის სახით) 500 მგ ან 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები.

გამოყენების ჩვენებები
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი;
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
- კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

გამოყენების წესი და დოზები
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.
ინტრავენურად ინიშნება ნელი ინტრავენური ინექციის სახით (5 წუთის განმავლობაში) ან წვეთოვანით ინტრავენური გადასხმისთვის (40 – 60 წვეთი წუთში). ინტრავენური შეყვანის გზა უფრო ეფექტურია, ვიდრე ინტრამუსკულარული. ინტრამუსკულარული გამოყენებისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის განმეორებითი ინექცია ერთიდაიმავე ადგილზე. იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი და ქალა-ტვინის ტრავმის დროს: რეკომენდებული დოზაა 1000 მგ ყოველ 12 საათში დიაგნოზის დადგენის პირველივე დღიდან; მკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 6 კვირა. მკურნალობის დაწყებიდან 3-7 დღის შემდეგ, შესაძლებელია ინტრამუსკულარულ (1-2 ინექცია დღე-ღამეში) ან პერორალურ (თუ ყლაპვის ფუნქცია დარღვეული არ არის) გამოყენებაზე გადასვლა.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის, ქალა-ტვინის ტრამვის აღდგენითი პერიოდი, თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს კოგნიტიური დარღვევები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 500-2000 მგ დღე-ღამეში. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე.
ცნობიერების ხანგრძლივი დარღვევების დროს შესაძლებელია დაავადების საწყისი სტადიიდან პრეპარატის უწყვეტი გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებს პრეპარატ რონოციტის ინსტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისას დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
ხსნარი ინსტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისათვის განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის. პრეპარატი შეთავსებადია ინტრავენური იზოტონური ხსნარების ყველა სახეობასთან და დექსტროზას ხსნარებთან.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
- ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის ტონუსის მომატება).

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების სიხშირის ქემოთ გამოყენებული პარამეტრები, განსაზღვრა ხდება შემდეგი სახით: ძალიან იშვიათად (< 1/10000)
ცენტრალური ნერვული სისტემის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნებადობა, ტრემორი, პარალიზებული კიდურების დაბუჟება.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - გულისრევა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად - კანზე გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ძალიან იშვიათად - ცხელება; ცალკეულ შემთხვევებში ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირება.

განსაკუთრებული მითითებები
თავის ტვინის ტრავმების დროს ქალასშიდა წნევის დაქვეითებისთვის აუცილებელია ისეთი პრეპარატების დანიშვნა, როგორიცაა მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები.
ქალასშიდა სისხლდენის დროს ერთჯერადი გამოყენებისას არ შეიძლება 500 მგ ციტიკოლინის დოზის გადაჭარბება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დოზის დაყოფა (100-200 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში).
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვისა და ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისთვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია უნდა დაისვას საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
როტაფარმი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ციტიქოლინი
დოზა
500მგ/4მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი