სოლგარი - მელატონინი
შემადგენლობა:
მელატონინი 3მგ (N-აცეტილ 5 მეტოქსიტრიფტამინი)
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის მთავარი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს, რომელიც:
- არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რითმს
- აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს
- ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას:
- უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას
- აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას
- ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას
- აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ
- გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას
- სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული
- ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას, სტრესულ რეაქციებს
- უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ ადვილად ადაპტირებას საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებზე
- ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები
- აფერხებს გონადოტროპინებისა და ადენოჰიპოფიზის ჰორმონების: კორტიკოტროპინის, თირეოტროპინისა და სომატოტროპინის სეკრეციას
- არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას
- მელატონინი ზრდის ძილის ხანგრძლივობას, ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას და უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას. მელატონინი ბუნებრივად აწესრიგებს ძილის პრობლემებს.
ჩვენება:
- ძილის დარღვევები
- ვეგეტონევროზი
- მომატებული ნერვული აგზნებადობა
- ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, სტრესი
- ბიოლოგიური რითმის დარღვევა
დოზირება:
1 გრანულა დღეში დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას: ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე, შუალედში 1 კვირიანი შესვენებით.
არ არის განკუთვნილი ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე პირთათვის. სიფრთხილით გამოიყენება მძღოლებში, პრეპარატის მიღებისას უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი.
შენახვა:
ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.