/images/logo_ka.svg
ვერტიგოჰეელი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5
ვერტიგოჰეელი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5

ვერტიგოჰეელი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5

გერმანია

ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ

პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: საინექციო ხსნარის 1 ამპულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: Anamirta cocculus D3 - 7,7 მლ, Conium maculatum D2 - 1,1 მგ, Ambra grisea D5 - 1,1 მგ, Petroleum rectificatum D7 - 1,1 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო ხსნარი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები.

ჩვენებები: სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევა: სისხლძარღვოვანი, ტრავმული, კისრის ოსტეოქონდროზის, ვესტიბულური ღეროვანი ბირთვების დისფუნქციის გამო განვითარებული; მეტაბოლური და ტოქსიური თავბრუსხვევა ალკოჰოლის, თამბაქოს ან ყავის ბოროტად გამოყენების, ინფექციური დაავადებების, მედიკამენტების დოზის გადაჭარბების დროს; რყევის სინდრომი, მენიერის დაავადება, ვესტიბულური შაკიკი, ყურებში ხმაური.

დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლიდან: 1 ამპულა; 1 წლამდე ბავშვები: 0,2 მლ; 1-3 წლის ასაკში: 0,3 მლ; 3-6 წლის ასაკში: 0,5 მლ. პრეპარატი კეთდება 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანში, კანქვეშ, ვენაში, სეგმენტურად და აკუპუნქტურულ წერტილებში. მწვავე შემთხვევებში დღეში 2 ამპულამდე. თუ აღნიშნული შეყვანა ვერ ხერხდება პაციენტმა ამპულა შეიძლება მიიღოს „დასალევი ამპულის“ სახით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. აუცილებლობის შემთხვევაში 1-2 კვირის შემდეგ ინიშნება განმეორებითი კურსი.

გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატს არ აქვს დამამშვიდებელი და არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე. ჰომეოპათიური პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის დროებითი გაუარესება. ორსულებსა და მეძუძურებში გამოყენებას ექიმი წყვეტს ინდივიდუალურად.

გარეგნული სახე და შეფუთვა: საინექციო ხსნარი - 1ც 1,1 მლ ამპულა.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
1.1მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat