აზავიტი კაფსულა #30

აზავიტი კაფსულა #30

ბულგარეთი

ფორტექსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: ლუთეინი 6 მგ, ზეაქსანტინი 1 მგ, მოცვის ექსტრაქტი 100 მგ, ეუფრაზიის ექსტრაქტი 100 მგ, გინკგობილობა 100 მგ, ტაურინი 80 მგ, ვიტამინი ? 400000 ს.ე. ვიტამინი ? 3.6 მგ, ვიტამინი ?1 1,5 მგ, ვიტამინი ?2 3 მგ. ვიტამინი B6 2 მგ, ვიტამინი ? 60 მგ. ნიაცინი 4.8 მგ, თუთიის ოქსიდი 3 მგ, ქრომი 50 მკგ, სელენი 25 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი.ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

ჩვენებები: თვალების გადაღლა და გადაძაბვა ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, ავტომობილის მართვის, კონტაქტური ლინზების ტარების, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად, ჰემერალოპია - ადაპტაციის მექანიზმების გაუარესება ცუდი განათების პირობების მიმართ ან სიბნელესადმი; აღდგენითი პერიოდი თვალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ; ბადურის ცენტრალური და პერიფერიული დისტროფია; პირველადი გლაუკომა; კატარაქტის პროფილაქტიკა; ბადურის ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები; მიოპია, აკომოდაციის დარღვევა, „თვალის გადაღლის“ სინდრომი, ბადურის ანთებითი პროცესები; რეტინოპათიის პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებში; მოხუცებულობითი კატარაქტის, სენილური მაკულოდისტროფიის, ბადურის სხვა დაავადებების პროფილაქტიკა; ქსეროფთალმია; კერატომალაცია; კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში და 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში, კოვზზე. კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს. მედიკამენტის მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა ან მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ, ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინებთან ერთად აზავიტის მიღება ჰიპერდოზირების განვითარების საშიშროების გამო.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდებული მითითებული დოზის გადაჭარბება. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია აღინიშნოს შარდის შეფერვა ყვითლად, ამ სიმპტომს განაპირობებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რიბოფლავინი და მას კონკრეტული კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშნულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ინდივიდუალურად.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა მიემართოს ექიმს, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური თერაპიის ჩატარება: აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #30 კაფსულა ბლისტერზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ფორტექს ნუტრაცეუტიკალს ლტდ, სოფია, ბულგარეთი.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი: რიჩ ფარმა ლპ, დიდი ბრიტანეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფორტექსი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ვიტამინები+მინერალები+ლუთეინი+გინკგო ბილობა
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი