საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → საშუალებები ოფთალმოლოგიაში სისტემური გამოყენებისათვის → მხედველობის გასაუმჯობესებელი პრეპარატები მიღების წესები და დოზები გამოყენების წესი რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულის მიღება ჭამის შემდეგ , დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. ინგრედიენტები: წყალმცენარეების (Schizochytrium sp) ზეთის ექსტრაქტი , რომელიც შეიცავს 35% სუფთა DHA ომეგა-3-ს, ტოკოტრიენოლი, რომელიც პალმის ზეთში 50%-ია, კალენდულას ყვავილები(Tagetes erecta, მალტოდექსტრინი) რომელშიც 20%-მდე ლუთეინი და 10%-მდე ზეაქსანტინი, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), ვიტამინი E (D-ალფა-ტოკოფეროლი) რომელიც მზესუმზირის ზეთსა და სოიოშია, შემავსებლები: მზესუმზირის ზეთი, სოიოს ლეციტინი, როზმარინის ეთერზეთი, ტოკოფეროლი, ასკორბინის პალმიტატი. საკვები ჟელატინი, თუთიის გლუკონატი, გასამკვრივებელი ნივთიერება - გლიცერინი, გამასქელებელი - გლიცერილმონოსტეარატი, ემულგატორი - სოიოს ლეციტინი (სოიოს ზეთში სოიოს გლიცინი), პოლიგლიცერინის ოლეატი, სპილენძის გლუკონატი, საღებავები E 171 – E 172.
განსაკუთრებული მითითებები რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. პრეპარატი გამოიყენება როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი.
შენახვის პირობები და ვადები იხილეთ შეფუთვაზე ინახება არაუმეტეს 25 რ C ტემპერატურის პირობებში,სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.