/images/logo_ka.svg

ვიზუიქსელი წვეთები თვალის 10მლ #1

იტალია

ვისუფარმა

პროდუქტის შესახებ
ვიზუიქსელი

შემადგენლობა: 100 მლ ვიზუიქსელი შეიცავს:
•კოენზიმი Q10 100 მგ;
•ვიტამინი E TPGS (D--ტოკოფეროლი-პოლიეთილენ გლიკოლი 1000 სუქცინატი) 500 მგ;
•ჯვარედინი ბმების მქონე ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 100 მგ;
•ბუფერული იზოტონური ხსნარი 100 მლ-მდე.

ვიზუიქსელი არის საპოხი, დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე, უკონსერვანტო ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც შედგება კოენზიმ Q10, ვიტამინი E TPGS-ისა და ჯვარედინი ბმების მქონე ჰიალურონის მჟავის მარილისაგან.
ჯვარედინი ბმების მქონე ჰიალურონი ჰიალურონის მჟავის უფრო სტაბილური და ეფექტური ფორმაა, რაც ვიზუიქსელს ანიჭებს საუკეთესო ვისკოელასტიურ, მუკომიმეტურ, დამატენიანებელ თვისებებს და მეტ ეფექტურობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჯვარედინი ბმების მქონე ჰიალურონის მჟავის და ანტიოქსიდანტური ნივთიერებების კომბინაცია უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მკურნალობას შემდეგ შემთხვევებში:

•მშრალი თვალი
•რეფრაქციული და/ან სხვა სახის ქირურგიით, ტრავმითა და უცხო სხეულით გამოწვეული რქოვანასა და კონიუნქტივას მთლიანობის დარღვევა
•მეტაბოლური დარღვევებით (დიაბეტი) გამოწვეული თვალის ზედაპირის დაზიანება
•გარემო სტრეს-ფაქტორები ზემოქმედება (ქლორირებული წყალი, სიგარეტის კვამლი, კონდიცირებული ჰაერი, შეცვლილი მიკრო-კლიმატი)
•ულტრაიისფერი და მაიონიზებელი გამოსხივების ინტენსიური და ხანგრძლივი ზემოქმედება;
•ტელევიზორების ეკრანებთან, კომპიუტერებისა და სხვა სახის მონიტორებთან ხანგრძლივი ყოფნა

გამოყენების წესი: ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ვიზუიქსელი თითოეული თვალის კონიუნქტივალურ პარკში დღეში 2-ჯერ ან თქვენი ოფთალმოლოგის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილებები:
•არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
•თუ რაიმე გვერდითი რეაქცია გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ოფთალმოლოგს;
•პროდუქტის ჩაწვეთება შესაძლებელია კონტაქტური ლინზის თვალში არსებობის დროსაც. ვიზუიქსელი არ ცვლის ლინზის მახასიათებლებს და შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების დატენიანებაც კი;
•ჩაიწვეთეთ პროდუქტი სხვა პრეპარატის გამოყენებიდან მინიმუმ 5 წუთის შემდეგ.
•პროდუქტი სტერილური რჩება ბოთლის პირველი გახსნიდან 180 დღის განმავლობაში;
•ვარგისიანობის ვადა ვრცელდება პროდუქტზე, რომელიც სათანადოდ შენახულია დაუზიანებელ შეფუთვაში;
•არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე;
•პროდუქტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები;
•მოერიდეთ ბოთლის წვერის თვალებთან შეხებას;
•არ გამოიყენოთ, თუ ბოთლი დაზიანებულია;
•შეინახეთ პროდუქტი სინათლისგან, სითბოსგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
•შეინახეთ პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე (15-25 C).
•მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის, არ გადაყლაპოთ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვისუფარმა
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
კოენზიმ Q-10 /უბიხინონი/+ვიტ ე+ჰიალურონის მჟ
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat