ზიქსოლი წვეთები თვალის 8მლ ფლაკონი #1

ზიქსოლი წვეთები თვალის 8მლ ფლაკონი #1

იტალია

ოფეალთი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ზიქსოლი 8მლ თვ/წვეთები

სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი, კონსერვანტის გარეშე, ატენიანებს და პოხავს თვალის ზედაპირს.

მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა ცინკის სულფატთან ერთად.

ზიქსოლი წარმოადგენს იზოტონურ, ბუფერულ, ცრემლის შემცვლელ ხსნარს. მისი გამჭვირვალობა და ვისკოზურობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს გამოყენებისას. გამოიყენება რქოვანას დასაცავად.

ზიქსოლი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, როგორც ფიზიოლოგიურ და ლუბრიკანტულ საშუალებას და თუთიის სულფატს, რომელიც თვალის ქსოვილში მაღალი კონცენტრაციით არის წამოდგენილი.

ამ ორი ნივთიერების კომბინაცია იძლევა საშუალებას ზიქსოლი გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზეზებით (სტრესი, ქარი, დაბინძურებული ჰაერი, ხელოვნური გათბობის და გაგრილების სისტემები, კონტაქტური ლინზების მოხმარება, და სხვა) გამოწვეული მშრალი თვალის სამკურნალოდ.
გამოყენების წესი:
ქვედა ქუთუთოს ჩამოწევით და ბოთლის თავზე დაჭერით ჩაიწვეთეთ 1 წვეთი თვალში.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. სხვა პრეპარატებით
გამოწვეული გაურკვეველი შეუთავსებლობა.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს აუტანლობა (წვა და გაღიზიანება).
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას აცნობეთ ექიმს.

გაფრთხილებები:
მოერიდეთ საწვეთურის თვალთან შეხებას.
გამოყენების შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური (სურ.4).
პროდუქტი გამოიყენება გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ თუ დაზიანებულია ან გახსნილია ბოთლი.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ 2რ -25 რC ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოფეალთი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ჰიალურონის მჟ+თუთიის სულფატი
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
8მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი