დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან: 1 ტაბლეტი; 1-3 წლის ასაკი: ნახევარი ტაბლეტი. 3-6 წლის ასაკი: სამი მეოთხედი ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატის მიღება ხდება ენის ქვეშ. მწვავე შემთხვევაში ყოველ 15 წუთში ერთხელ 2 საათის განმავლობაში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ უნდა მოხდეს სტანდარტულ დოზირებაზე გადასვლა: 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის კურსი - 1-3 დღე.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები და გაძლიერებული ნერწყვდენა, რაც საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას და ექიმისათვის მიმართვას. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის და ქავილის სახით.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, ასტრასებრთა ოჯახის მცენარეების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება ადრეულ ეტაპზე სწრაფი გამოჯანმრთელების ეფექტისთვის. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის გაგრძელება კიდევ 3-5 დღე. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ არის. საკითხი პრეპარატის დანიშვნის შესახებ ორსულებსა და მეძუძურ ქალებში წყდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 ენის ქვეშ მისაღები ტაბლეტი პლასტიკურ კონტეინერში.