ატროვენტი N აეროზოლი საინჰალაციო 20მკგ/1დოზა 200დოზა ფლაკონი #1
ატროვენტი N აეროზოლი საინჰალაციო 20მკგ/1დოზა 200დოზა ფლაკონი #1

ატროვენტი N აეროზოლი საინჰალაციო 20მკგ/1დოზა 200დოზა ფლაკონი #1

გერმანია

ბერინგერ ინგელჰაიმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
ერთი საინჰალაციო დოზა შეიცავს იპრატროპიუმის ბრომიდის 0,021მგ-ს, რაც შეესაბამება უწყლო იპრატროპიუმის ბრომიდის 0,020მგ-ს (20მკგ).
პროპელენტი: 1,1,1,2 _ ტეტრაფტორეთანი (HFA 134a).
დამხმარე საშუალებები: უწყლო ლიმონის მჟავა, გამოხდილი წყალი, ეთანოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბრონქოლიზური საშუალება

ფორმა:
დოზირებული აეროზოლიჩვენება:
-ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი თანმხლები ფილტვების ემფიზემით ან მის გარეშე;
-ბრონქული ასთმა (განსაკუთრებით თანმხლები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით და წინააღმდეგჩვენებით ბეტა2-ადრენომიმეტური საშუალებების და მეთილქსანტინების გამოყენებისათვის).

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ატროპინის და მისი წარმოებულების და პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენეტების მიმართ;
ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
ბავშვებში 6 წლამდე ასაკის.

დოზირება და მიღების წესი:
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: 2 საინჰალაციო დოზა (შესხურება) 4 ჯერ დღეში.
დოზის გაზრდის საჭიროება მოითხოვს ძირითადი მკურნალობის შეცვლას. საერთო დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 (შესხურებას) ინჰალაციას დღეში.
თუ ინჰალაციები არასაკმარისად ეფექტურია ან ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა, იგი მიმართავს ექიმს მკურნალობის შეცვლისათვის. ქოშინის უეცარი წარმოქმნისას და მისი პროგრესირებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის დანიშვნა ორსულობის I და II ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერინგერ ინგელჰაიმი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
იპრატროპიუმის ბრომიდი
დოზა
20მკგ/1დოზა
ფორმა
აეროზოლი საინჰალაციო
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
200დოზა
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი