გრინსოლი ბები ხსნარი 5მლ ფლაკონი #20
გრინსოლი ბები ხსნარი 5მლ ფლაკონი #20

გრინსოლი ბები ხსნარი 5მლ ფლაკონი #20

იტალია

ბიოთრეიდინგი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - გრინსოლ ბეიბი 5მლ#20ფლ

GRINSOL BABY ნაჩვენებია , როგორც დამხმარე თერაპია გაციების, სინუსიტის, რინიტის სამკურნალოდ, რადგან ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დატენიანებას, სეკრეტის გათხელებას და მოცილებას , შესაბამისად, უზრუნველყოფს ცხვირის ღრუს დრენირებას.

გამოყენების წესი: ცხვირის ღრუს გაწმენდისა და გადარეცხვისთვის-ამოიღეთ ერთჯერადი რბილი ფლაკონი და გახსენით იგი ნაზად შემობრუნებით თავსახურის მოძრობამდე; თავი გვერდით დახარეთ, რბილად შეიტანეთ ამპულის ამოსასვლელი ნესტოში და მსუბუქად დააჭირეთ; რამდენიმე წამის შემდეგ ცხვირი გაითავისუფლთ მოხოცვით ან საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ცხვირის ასპირატორი ნებისმიერი გამონადენის მოსაშორებლად. გაიმეორეთ პროცედურა მეორე ნესტოზე, თავის მეორე მხარეს გადახრის შემდეგ.

GRINSOL BABY-ის ხელახალი გამოყენების ინსტრუქცია: ერთჯერადი რბილი ფლაკონი ნაწილობრივი გახარჯვის შემთხვევაში დახურეთ იგი თავსახურით (თავდყირა) და შეინახეთ მაცივარში. თუმცა, გამოიყენეთ დარჩენილი პროდუქტი პირველი გახსნიდან 24 საათის განმავლობაში.

დოზირება:
ჩვილებში: ჩაწვეთეთ რამდენიმე წვეთი თითოეულ ნესტოში, დღეში რამდენჯერმე ბავშვებში 1 წლიდან:ცხვირის სრული რეცხვა 1 ამპულით დღეში ერთხელ.

მოზრდილებში: ჩაიტარეთ სრული გამორეცხვა 1 რბილი ამპულით ორჯერ დღეში . გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების ხანგრძლივობაზე და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თქვენი ექიმის რჩევით. არ გამოიყენოთ ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნით. ჩვილებსა და ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რჩევით და ნებისმიერ შემთხვევაში ზრდასრული ადამიანის თანდასწრებით.

გამოყენების და შენახვის წესი : არ გამოიყენოთ პროდუქტი გარე შეფუთვაზე მითითებული და თითოეულ ფლაკონზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოთრეიდინგი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ზღვის წყალი /იზოტონური/+ჰიალურონის მჟ
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
20
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი