ჰასკოსეპტი სპრეი ორალური 0.15% 30მლ ფლაკონი #1
ჰასკოსეპტი სპრეი ორალური 0.15% 30მლ ფლაკონი #1

ჰასკოსეპტი სპრეი ორალური 0.15% 30მლ ფლაკონი #1

პოლონეთი

ჰასკო-ლეკი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ჰასკოსეპტი®

1. რა არის ჰასკოსეპტი და რისთვის გამოიყენება
ჰასკოსეპტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ადგილობრივად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს ანესთეზიურ და მადეზინფიცირებელ ეფექტებს.
ჰასკოსეპტი გამოიყენება პირის ღრუს და ყელის ანთებით დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომების (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი), ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

2. ჰასკოსეპტის გამოყენებამდე
ჰასკოსეპტი არ გამოიყენება
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენებეთ ჰასკოსეპტი
ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ ჰასკოსეპტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ჰასკოსეპტსა და სხვა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატს.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და მექნიზმების გამოყენება
ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰასკოსეპტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (სპირტს), თითო დოზა <100მგ.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის შემცველობის გამო პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდელია შენელებული ტიპის რეაქციები).

3. ჰასკოსეპტის გამოყენების წესი
შეკითხვების შემთხვევაში გადაამოწმეთ ექიმთან.
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.
დაატრიალეთ აპლიკატორის თავი ჰორიზონტალური მიმართულებით. შემდეგ მოათავსეთ აპლიკატორი პირის ღრუში, მიმართეთ ნახვრეტი ანთებითი კერისკენ და კარგად დააჭირეთ დგუშს.
6 წლამდე ბავშვები: ერთი დოზა პრეპარატი 4კგ სხეულის წონაზე (თითო დოზა შეიცავს 0.14მლ ხსნარს), დღეში 2-6-ჯერ.
წონის მიუხედავად არ გამოიყენოთ ერთ ჯერზე 4 დოზაზე მეტი.
6-12 წლის ბავშვები: ოთხი დოზა პრეპარატი დღესი 2-6-ჯერ.
12 წლიდან ბავშვები და მოზრდილები: 4-8 დოზა პრეპარატი დღეში 2-6-ჯერ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
სანამ პრეპარატს პრეპარატს პირველად გამოიყენებთ რამდენჯერმე დააჭირეთ დგუშს, რომ კარგად მოხდეს ხსნარის გაფრქვევა.
თუ მიიღეთ ჭარბი დოზა
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პრეპარატს პრაქტიკულად არ გააჩნია სისტემური ეფექტი, შესაბამისად ჭარბი დოზის რისკი მინიმალურია.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ჰასკოსეპტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ადგილობრივი არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ დროებითი ხასიათისაა, ქრება სპონტანურად და მხოლოდ იშვიათად არის საჭირო დამატებითი მკურნალობა.
ადგილობრივი გამოყენებისას ბენზიდამინი სუსტად შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში, შესაბამისად სისტემური არასასურველი ეფექტები ძალიან იშვიათია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰასკო-ლეკი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ბენზიდამინი
დოზა
0.15%
ფორმა
სპრეი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი