შემადგენლობა: ლარგოსიდი არის ტრადიციული, მცენარეული პროდუქტი, რომელიც შეიცავს Pelargonium sidoides-ის ფესვის გამხმარ ექსტრაქტს. 120მლ სიროფი შეიცავს 1,44გ გამხმარ თხევად ექსტრაქტს პელარგონიუმის ფესვებიდან. დამხმარე ნივთიერება: გაწმენდილი წყალი, გლიცეროლი, სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ფორთოხლის არომატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კალიუმის სორბატი. შაქრის გარეშე და ალკოჰოლის გარეშე.
ჩვენება: ლარგოსიდი გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ,გრიპის, გაციების და ხველის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
დოზირება: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 4მლ სიროფი დღეში სამჯერ (დილა, შუადღე, საღამო). 6-12 წლის ბავშვებში ინიშნება 2,5-3მლ სიროფი სამჯერ დღეში. 1-6 წლის ბავშვები: ინიშნება 0,5-1მლ სიროფი სამჯერ დღეში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული. მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის წესი: ლარგოსიდის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, თუ ინახება კარგად დახურულ 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ლარგოსიდის (ხველისა და გაციების) სიროფი არის ყავისფერი, თუმცა, ეს არის ნატურალური პროდუქტი და, შესაბამისად, შეიძლება მოხდეს ფერისა და გემოს უმნიშვნელო ცვალებადობა.
შენიშვნა: ეს პროდუქტი არ არის წამალი, არამედ წარმოდგენს საკვებ დანამატს.
მწარმოებელი: ტოკურა ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ სირკე (Tocura Ilac Sanayi ve Ticaret Anonim Sirke), თურქეთი.
გამოშვების ფორმა: თითოეული შეფუთვა შეიცავს 120მლ სიროფს.
სავაჭრო მარკისა და მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი-კომპანია: სენსოვიტა ფარმასი ლლსი (Sensovita Pharmacy LLC), საქართველო.