ამცირებს ყელის ტკივილს, წვის შეგრძნებასა და ყლაპვის გაძნელებას. აძლიერებს ყელის ლორწოვანი გარსის ბარიერულ ფუნქციას და ქმნის მასზე დამცავ ფენას, რომელიც იცავს ოროფარენგეალურ ღრუს გარე გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან. სპრეი გამდიდრებულია ალოე ვერას ექსტრაქტით, რომელიც ატენიანებს ლორწოვან გარსს და შესაბამისად ამსუბუქებს ყელის ტკივილის სიმპტომებს.
დოზირება: მოზრდილები: 1-2 შესხურება ყოველ 3-4 საათში. ბავშვები 6 წლიდან: 1-2 შესხურება ყოველ 6-8 საათში. ბავშვები 2 – 6 წელი: 1 შესხურება ყოველ 8 საათში. არ მიიღოთ საკვები და წყალი სპრეის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი, მოარგეთ მას აპლიკატორი, დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურად, შეიტანეთ აპლიკატორის თავი ოროფარენგიალურ არეში და დააჭირეთ მას. გამოიყენეთ ყოველდღიურად, მაქსიმუმ 30 დღე.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტებზე. ორსულებსა და მეძუძურ დედებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე, სითბოს წყაროსგან მოშორებით. მოარიდეთ ბავშვებს.