პროდუქტის შესახებ
მირამილ ტონზილი, პირის ღრუს და ყელის აეროზოლი
შემადგენლობა: ქაცვის ზეთი, კალენდულას ზეთი,რაპსის ზეთი, ფორთოხლის ზეთი, ნუშის ზეთი, ქონდარის ზეთი, პიტნის ეთერზეთი, მურის ზეთი, ამონიუმის გლიცირიზატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ჩვენებები: ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები - ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სტომატიტი, გინგივიტი; პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გამოწვეული ინფექციებით; ოპერაციის შემდგომი პერიოდი. ყელის ტკივილის სიმპტომების შემცირება - სიმშრალე, ტკივილი ყლაპვის დროს, გაღიზიანება; ყელის ბუნებრივი ფუნქციის გაუმჯობესება, პირის ღრუს დეზოდორაცია.
დოზირება და მიღების წესი: გამოიყენება პირის ღრუს და ყელისთვის. მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან უნდა მოხდეს შესხურება 2-3 ჯერ დღეში. გამოყენებამდე გამაფრქვეველის თავი უნდა მოტრიალდეს 90 გრადუსიანირკუთხით, გამაფრქვეველის თავი მიმართული უნდა იყოს ყელის მიდამოში და მოხდეს შესხურება ერთხელ ან ორჯერ.
უკუჩვენებები: არ გამოიყენება მომატებული მგრძნობელობისას შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხვდეს თვალთან კონტაქტში. ტანსაცმელზე მოხვედრისას შესაძლოა დარჩეს ლაქა. ხსნარი შეიძლება იყოს გაუმჭვრივალე შემადგენლობაში შემავალი მცენარეული კომპონენტების გამო. არასასურველი ეფექტის განვითარებისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და მიემართოს ექიმს. ბავშვებმა უნდა გამოიყენონ საშუალება მხოლოდ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. თუ სიმპტომები დიდხანს არ გადის, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. თუ შეფუთვა დაზიანებულია, მისი გამოყენება დაუშვებელია. გამოყენებამდე უნდა მოხდეს ინსტრუქციის წაკითხვა.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შუშის ფლაკონი მოცულობით 30 მლ, ხრახნიანი თავსახურით დოზირების ტუმბოთი და აპლიკატორიანი გამაფრქვეველით.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25C ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: სს „ვალენტის“, მოლეტუ პლ. 11, LT-08409, ვილნიუსი, ლიტვა
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
1795
ჯენერიკი
ქაცვის ზეთი+გულყვითელას ზეთი