პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - althae
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: მუკალტინი (ტუხტის მიწისზედა ნაწილების მშრალი ექსტრაქტი) – 2,0გ;
დამხმარე ნივთიერებები: ჟოლოსა და მარწყვის არომატიზატორები, სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი, ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი _ 125,0გ-მდე.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ლორწოს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემფეროლი), კუმარინებს ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), C ვიტამინს, პექტინოვან ნივთიეჟრეჟბებს, კაროტინს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მუკალტინის სიროფი აწყნარებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.
ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
• ბრონქიტი;
• პნევმონია;
• ბრონქოექტაზია;
• ტრაქეიტი;
• ლარინგიტი;
• ანგინა;
მიღების წესები და დოზები
პერორალურად, საკვების მიღების წინ.
მოზრდილებში: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
• შაქრიანი დიაბეტი.
• სიროფში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ინიშნება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
5479