/images/logo_ka.svg
ნაფტიზინი წვეთები ცხვირის 0.1% 10მლ ფლაკონი #1
ნაფტიზინი წვეთები ცხვირის 0.1% 10მლ ფლაკონი  #1

ნაფტიზინი წვეთები ცხვირის 0.1% 10მლ ფლაკონი #1

რუსეთის ფედერაცია

სინთეზი

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Naphazoline
გენერიული დასახელება: ნაფაზოლინის ნიტრატი.
წამლის ფორმა: 0,05% ან 0,1% ხსნარი

შემადგენლობა: ერთი ფლაკონი (10 მლ) შეიცავს – 0,005 გ (0,05% ხსნარი) ან 0,01 გ (0,1% ხსნარი) ნაფაზოლინის ნიტრატს.

დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალფა-ადრენომიმეტური საშუალება.

ჩვენება: პრეპარატი უპირატესად გამოიყენება ოტორინოლარინგოლოგიაში რინიტების, ჰაიმორის წიაღის ანთების სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად. ნაფტიზინი ასევე გამოიყენება ქირურგიული, რინოსკოპული და სხვა დიაგნოსტიკური მანიპულაციების, აგრეთვე სისხლდენის და ანთებითი რეაქციების დროს. ნაფტიზინის გამოყენება შესაძლებელია ალერგიული კონიუქტივიტის, აგრეთვე ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების შეწოვის შესანელებლად.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში რინიტების დროს რეკომენდებულია 0,05%-0,1% ხსნარის 2-3 წვეთის თითოეულ ცხვირის ნესტოში 2-3-ჯერ დღეში ჩაწვეთება.
1 წლის ზევით ასაკის ბავშვებში 0,05%-0,025%-იანი გამოიყენება 1-2 წვეთის ოდენობით. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება. ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში უმჯობესია 0,05% ხსნარით დასველებული ტამპონების გამოყენება. კონიუნქტივიტების დროს კონიუნქტივალურ პარკში ახდენენ 0,05%-იანი ხსნარის 1-2 წვეთის ინსტილაციას.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეწოვის შენელებისათვის და მათი მოქმედების გახანგრძლივებისათვის 1 მლ საანესთეზიო ხსნარს უმატებენ 2-4 წვეთ ნაფტიზინის 0,1%-იან ხსნარს.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის მიღების დასაწყისში შესაძლებელია აღინიშნოს წვის ან სიმშრალის შეგრძნება, რომლებიც თანდათან ქრება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში მისი მოქმედების ეფექტი მცირდება, რაც გამოწვეულია ტაქიფილაქსიის განვითარების შედეგად.

წინააღმდეგჩვენება: ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ჰიპერთირეოზი, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ამცირებს პერორა;ური ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების თერაპიულ აქტივობას. იგი აძლიერებს ცნს-ის მასტიმულირებელი საშულებების ეფექტს.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება ზოგადი რეზორბციული მოვლენები: თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მომატება. აღნიშნული შემთხვევების დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური თერაპიის დაწყება სიმპატო- და ადრენოლიზური საშუალებებით.

განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატის გამოყენება 7-8 დღეზე მეტი ხნით არ არის რეკომენებული. მის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებისა და ეფექტურობის შემცირების გამო. პრეპარატის ერთდროული გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან (ნიალამიდი, ბეფოლი) არ არის რეკომენდებული. მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან მხოლოდ 10 დღის შემდეგ არის შესაძლებელი დანიშვნა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის შენახვა შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სინთეზი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ნაფაზოლინი
დოზა
0.1%
ფორმა
წვეთები ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat