/images/logo_ka.svg
ოროსედალი სპრეი ორალური 20მლ ფლაკონი #1
ოროსედალი სპრეი ორალური 20მლ ფლაკონი #1

ოროსედალი სპრეი ორალური 20მლ ფლაკონი #1

საფრანგეთი

ლაბ. ელერტე

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტისეპტიური საშუალებები_
შემადგენლობა:
ბალბას და თამარინდის წყლის ექსტრაქტი (ბოტანიკური ჰიალურონის მჟავა), გლიცერინი, ქსილიტოლი, გასუფთავებული წყალი, ფორთოხლის ყვავილის არომატიზატორი.
ჩვენებები:
აფთები, წყლულები, ეროზიები პირ-ხახის არეში, ყელის ტკივილი, სიმშრალე, ხმის იოგების პრობლემები, სტომატიტი, გინგივიტი, პაროდონტიტი, მუკოზიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრტყელი ლიქენი, ტონზილექტომიის წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, სტომატოლოგიური პრე და პოსტოპერაციული გართულებების პრევენცია, ბრეკეტებით ან სხვა კბილის მარეგულირებელი მოწყობილობით, პროთეზით გამოწვეული წყლულები და მცირე ტრავმები, ნაწოლები მოსახსნელი პროთეზების შეგუების პერიოდში, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანის გაღიზიანება სხვადასხვა მანიპულაციის შემდეგ.

მიღების წესი და დოზები:
გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ, გაუკეთეთ აპლიკატორი, მიმართეთ აპლიკატორი პირის ღრუში დაზიანებული ადგილისაკენ და შეასხურეთ.

ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენება შესაძლებელია.

მოზრდილები:
3-4 შესხურება 2-4 ჯერ დღეში.

ბავშვები 3 წლიდან:
1-2 შესხურება 2-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა:
პირის ღრუს სპრეი 20 მლ, პოლიეთილენის ფლაკონი აპლიკატორით. საუკეთესო შედეგისთვის, მოერიდეთ საკვების და სითხის მიღებას პრეპარატის მოხმარებიდან მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
არ არის ცნობილი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ელერტე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ბალბა+თამარინდი+გლიცერინი+ქსილიტოლი
ფორმა
სპრეი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat