რინოსინი წვეთები ცხვირის 10მლ ფლაკონი #1
რინოსინი წვეთები ცხვირის 10მლ ფლაკონი #1

რინოსინი წვეთები ცხვირის 10მლ ფლაკონი #1

ეგვიპტე

ფარკო ფარმაცეუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - naphazoline HCl,chlorpheniramine maleat
ფარმაცევტული ფორმა
ცხვირის წვეთები
რინოზინის ცხვირის წვეთები არის უფერო და უსუნო ხსნარი.
შემადგენლობა:
რინოზინის ცხვირის წვეთების თითოეული 100 მლ შეიცავს:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 50 მგ
ქლორფენირამინის მალეატი 50 მგ
ცეტრიმიდი 2 მგ
იზოტონური ბუფერული ხსნარი 100 მლ-მდე
თვისებები:
რინოზინის ცხვირის წვეთები შეიცავს ნაფაზოლინის Hcl-ს და
ქლორფენირამინის მალეატს ფორმულირებულს სტერილურ იზოტონურ
ბუფერულ ხსნარში, რომელშიც კონსერვანტია ანტიმიკრობული აგენტი
ცეტრიმიდი. ნაფაზოლინის Hcl ეფექტურად ავიწროებს ცხვირის ღრუს
ლორწოვანი გარსის არტერიოლებს, სისხლძარღვთა ალფა-ადრენერგულ
რეცეპტორებზე პირდაპირი მასტიმულირებელი მოქმედებით. რადგან ეს
მოქმედება სწრაფია, ხანგრძლივად თერაპიულად სასარგებლოა იმ პირებისთვის,
რომელთა ძილის პროცესი დარღვეულია ცხვირის გაგუდვით. ნაფაზოლინის
Hcl შეგუბების საწინააღმდეგოდ მოქმედებს ასევე პარანაზალური წიაღების
გასავლებსა და ღია უბნებზე, დრენირებისა და თავის ტკივილის შემდგომი
გაუმჯობესებით. ქლორფენირამინის მალეატი, რინოზინის ცხვირის წვეთების
სხვა აქტიური ინგრედიენტი, ძლიერი ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელიც
აკონტროლებს ალერგიულ რინიტსა და სინუსიტს (მაგ., ცემინება, რინორეა,
ცხვირის ქავილი) H-რეცეპტორების მაბლოკირებელი მოქმედებით.
ქლორფენირამინის მალეატი ანტიქოლინერგული ეფექტების შესაბამისად,
აქვეითებს რინორეას.

ჩვენებები:
- ცხვირის გაგუდვა ალერგიული რინიტის დროს, ზოგადი გაციება, მწვავე
რინიტი, სინუსიტი, მაღალი სიცხე და ზემო სასუნთქი გზების დაავადებები.
- როგორც დამატებითი მკურნალობა და პრევენცია შუა ოტიტის და
სირინგიტის დროს
დოზირება და მიღება
მოზრდილები და ბავშვები (6 წელზე უფროსი): ერთი ან ორი წვეთი თითოეულ
ნესტოში, დღეში ოთხ ჯერამდე, ან ექიმის დანიშნულებით.
არასასურველი ეფექტები
რინოსინი უსაფრთხოა და კარგად აიტანება. თუმცა როგორც ნაფაზოლინის
შემცველი სხვა წვეთების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი
ტრანზიტორული გაღიზიანება, რომელიც მალე გაქრება.
ჩომპანყ ჩონფიდენტიალ

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და
ვიწროკუთხოვანი გლაუკომა.
გაფრთხილება:
ისევე როგორც სიმპატომიმეტური აგენტეის შემცველი სხვა ცხვირის წვეთები,
ხანგრძლივი ან ჭარბი გამოყენებისას იწვევს რიკოშეტის მოვლენას.
შეფუთვა:
საწვეთურით აღჭურვილი 10 მლ-იანი ბოთლი
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შენახვა:
ინახება 15-30ჩრ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება
შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარკო ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
ეგვიპტე
ჯენერიკი
ნაფაზოლინი+ქლორფენირამინი
ფორმა
წვეთები ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი