სალბუაირი (სალბუტამოლი) ხსნარი საინჰალაციო 2.5მგ/2.5მლ #60
სალბუაირი (სალბუტამოლი) ხსნარი საინჰალაციო 2.5მგ/2.5მლ #60

სალბუაირი (სალბუტამოლი) ხსნარი საინჰალაციო 2.5მგ/2.5მლ #60

ესპანეთი

ლაბ. უნითერი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Salbutamolum
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: სალბუტამოლის სულფატი.
თითოეული ამპულა შეიცავს 5 მგ სალბუტამოლს (ექვივალენტურია 6 მგ სალბუტამოლის სულფატის), რომელიც განზავებულია 2.5 მლ სტერილურ იზოტონურ ფიზიოლოგიურ ხსნარში;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი და გოგირდმჟავა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
მედიკამენტის აქტიური ნივთიერება - სალბუტამოლი, მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფს, რომელიც ადუნებს სასუნთქი გზების კუნთებს, რაც უწყობს ფილტვებში სასუნთქი გზების გაფართოებას და შედეგად, სუნთქვის გაადვილებას.
მედიკამენტი განკუთვნილია ქრონიკული ბრონქოსპაზმის (ფილტვებში სასუნთქი გზების დახშობა) სამკურნალოდ, რომელიც არ ემორჩილება ტრადიციულ თერაპიას და ბრონქული ასთმის მძიმე შეტევების დროს.

უკუჩვენება
დაუშვებელია სალბუაირი 5 მგ-ის გამოყენება
- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) სალბუტამოლის ან სალბუაირი 2.5 მგ-ის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- ნაადრევი მშობიარობის დროს ან ორსულობის ნადრევად შეწყვეტის საფრთხის შემთხვევაში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ექიმთან კონსულტაციაა საჭირო ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე თუ პაციენტს აღენიშნება:
- გულის დაავადება, არარეგულარული გულისცემა ან სტენოკარდია;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;
- კალიუმის მაღალი დონე სისხლში;
- დიაბეტი;
- ლაქტატის მაღალი დონე სისხლში (ლაქტატაციდოზი), რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაამწვავოს სუნთქვითი პრობლემები;
- სალბუტამოლისა და იპრატროპიუმის ბრომიდის ერთდროული გამოყენებისას, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს ოკულარული ცვლილებები, როგორიცაა დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

სხვა მედიკამენტებთან ერთადმიღება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს სალბუაირ 5 მგ-თან. მნიშვნელოვანია მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
- პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ არასელექტიურ ბეტა-ბლოკატორებს, როგორიცაა პროპრანოლოლი;
- დეპრესიის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (ე.წ. მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები);
- პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ანტიქოლინერგულ ნივთიერებებს (გამოიყენება ასთმის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პარკინსონის დაავადების და შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ);
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სუნთქვის გაადვილებას, როგორიცაა ტერბუტალინი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
თუ ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს სალბუაირი 5 მგ-ის დანიშვნა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, უნდა მოხდეს მისი სარგებლისა და პოტენციური რისკის თანაფარდობის ფრთხილი შეფასება კლინიკური სურათის სიმძიმის გათვალისწინებით.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე სალბუაირი 5 მგ-ის რაიმე ზეგავლენის შემთხვევები არ არის აღწერილი.
სპორტსმენებში გამოყენება
მედიკამენტი შეიცავს სალბუტამოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ-კონტროლის ტესტის დადებითი შედეგი.

გამოყენების წესი
სალბუაირი 5 მგ-ის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი კითხვის გაჩენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ბავშვებსა და მოზრდილებში გამოყენება
რეკომენდებული დოზაა 2.5 მგ მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში. ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 5 მგ-მდე მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში. ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, ნებულაიზერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღე, რეგულარულად ან ხმაურიანი სუნთქვის ან სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში.
სალბუაირი 5 მგ გამოყენებულ უნდა იქნას სათანადო ნებულაიზერის ხელსაწყოს საშუალებით. წარმოქმნილი ორთქლის ინჰალაცია უნდა მოხდეს სახის ნიღბის ან სპეციალური სამაგრის მეშვეობით. ნებულაიზერის შერჩევა და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. უნითერი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
სალბუტამოლი
დოზა
2.5მგ/2.5მლ
ფორმა
ხსნარი საინჰალაციო
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი