პროდუქტის შესახებ
STOPO GRIPIN
სტოპო გრიპინი
შემადგენლობა: 100მლ-15მლ. ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი 1:5 0.31გ-0.046გ; ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი 1:5 3.05გ-0.45გ; ასკორბინის მჟავა ვიტამინი C-1.22გ-183მგ; ინულინი- 3.67გ-0.55გ; L ლიზინის ჰიდროქლორიდი-2.44გ-0.36გ; ხილის და კენკრის წვენი-წყალი.
ჩვენება: სტოპო გრიპინი ხასიათდება: ბრონქოლიზური მოქმედებით; ახასიათებს ზომიერი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; აძლიერებს იმუნიტეტს. სტოპო გრიპინის მოქმედება კომპლექსურია, მოქმედებს ყველა იმ სიმპტომზე, რომლებიც ვლინდება გაციების და გრიპის დროს. ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი მოქმედება; ხსნის ყელის ტკივილს და ტკივილს გულმკერდის არეში, ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და გამონადენს, ხასიათდება ბრონქოლიზური მოქმედებით: როგორც მშრალი ასევე პროდუქტიული ხველის დროს. ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას. ამცირებს ხველას, ხსნის სპაზმს. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონიდებს, ამინომჟავეებს, ვიტამინ C. ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი-ხასიათდება ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო, ბრონქოლიზური მოქმედებით. ყელ-ყურ ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე მოქმედებს ბაქტერიოციდულად.
ცაცხვის ყვავილები-გამოიყენება გაციების დროს, სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონქიტის, ხველის და თავის ტკივილის დროს.
ვიტამინი C -არის ერთერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესში.
L ლიზინი-გვხვდება ყველა ცილის შემადგენლობაში, ვიტამინებთან ერთად აძლიერებს იმუნიტეტს, ხასიათდება მუკოლიზური მოქმედებით.
მიღების წესი და დოზირება:
ასაკობრივი ჯგუფი ერთჯერადი მიღების დღიური
წლამდე ასაკის დოზა ჯერადობა დოზა
ბავშვებში 2.5მლ 3-ჯერ დღეში 7.5მლ
1 წლის ზევით 5მლ 3-ჯერ დღეში 15მლ
პროდუქტი ნატურალურია, ამიტომ შეიძლება შეიცავდეს ნალექს.
გამოყენებამდე კარგად უნდა შეანჯღრიონ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: პროდუქტი ვარგისია გახსნიდან 2 თვის მანძილზე.
გამოშვების ფორმა: 100მლ ფლაკონი საზომი ჭიქით.
მწარმოებელი: ნატურალ ფარმა კოზეტიკ, პაზარლამა აი სი დის ტიკარედ ლტდ. სტი (NATURAL PHARMA KOZETIK,PAZARLAMA IC DIS TICARED LTD.STI), თურქეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
36309
ჯენერიკი
ფიჭვი+ცაცხვი+ვიტ ც+ინულინი+ლ-ლიზინი