ტეოტარდი რეტ კაფსულა 200მგ #40

ტეოტარდი რეტ კაფსულა 200მგ #40

სლოვენია

კრკა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - theophylline

შემადგენლობა
თეთრი ფერის გრანულებით სავსე კაფსულები. კაფსულის სხეული გამჭვირვალე მუქი მწვანე ფერის, სახურავი გაუმჭვირვალე მუქი მწვანე ფერის.
აქტიური ნივთიერება: ერთი კაფსულა შეიცავს 200 მგ; 350 მგ უწყლო თეოფილინს
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, ტალკი, ამიაკის მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, დიბუტილფტალატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბრონქოდილატაციური საშუალება

ჩვენება
შექცევადი ბრონქოობსტრუქციის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ბრონქული ასთმის, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის და Fფილტვების ემფიზემის დროს.
ფილტვის ჰიპერტენზია ქრონიკული ფილტვისმიერი გულის შემთხვევაში.
ღამის სუნთქვის ცენტრალური გენეზის მოშლა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა თეოფილინის მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია, ეპილეფსია, მიოკარდის მწვავე ინფარქტი, ექსტრასისტოლია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი 6 წლამდე სხეულის მასა 20 კგ-ზე ნაკლები.
სიფრთხილე და დოზების შემცირება აუცილებელია ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს, აგრეთვე გულის მწვავე უკმარისობის დროს.

დოზირება
არ შეიძლება პრეპარატის კაფსულების გახსნა ან დაღეჭვა.
პრეპარატის დოზირება ინდივიდუალურია. დაუშვებელია სადღეღამისო დოზის 40 მგ/კგ გადამეტება უფროსებისათვის, 20 მგ/კგ ბავშვებისათვის. პრეპარატის დოზის შერჩევისათვის, უნდა განისაზღვროს სისხლის შრატში თეოფილინის კონცენტრაცია. როგორც წესი, სისხლის შრატში, თეოფილინის კონცენტრაცია 10–დან 15 სგ/მლ–მდე, ხელს უწყობს თერაპიულ მოქმედებას, გვერდითი ეფექტების განვითარების მინიმალური რისკის პირობებში. თუ კონცენტრაცია გადაამეტებს 20 სგ/მლ–ს მაშინ, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
პირველი 3 დღის განმავლობაში, საჭიროა მივიღოთ პრეპარატის 1 რეტარდ – კაფსულა, ყოველ 12 საათში ერთხელ. მესამე დღეს შეფასებული უნდა იქნეს თერაპიის ეფექტურობა და ორგანიზმის მიერ პრეპარატის ამტანობა. არასაკმარისი ეფექტურობის დროს, შესაძლებელია დოზის გაზრდა. არასასურველი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს.
ტეოტარდი 200 მგ. ენიშნებათ ბავშვებს, რომელთა სხეულის წონა აღემატება 20 კგ–ს, აგრეთვე უფროსებს სხეულის მცირე წონით. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
ტეოტარდი 350 მგ ენიშნებათ უფროსებს და ბავშვებს რომელთა სხეულის წონა, აჭარბებს 40 კგ–ს.
პრეპარატის დილისა და საღამოს დოზები, შეიძლება იყოს განსხვავებული გართულებული სუნთქვის შეტევის წარმოშობის დროს, დაავადების კლინიკური სურათის და თერაპიის ეფექტურობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნება ძალიან იშვიათად.
შესაძლოა კანზე გამონაყარი, ქავილი. ამ შემთხვევებში აუცილებელია დოზის შემცირება. გვერდითი მოვლენების წარმოშობის სიხშირე იზრდება, თუ სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაცია გადაამეტებს 20 სგ/მლ_ს.


ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ, ზოგიერთ ავადმყოფში, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი, გულის რითმის დარღვევა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაწევა, სტენოკარდიული შეტევების გახშირება, უძილობა, ტრემორი, გაღიზიანებადობა, დიურეზის გაძლიერება, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
თეოფილინი
დოზა
200მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
40
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი