ტერაფლუ ექსტრა ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 650მგ+20მგ+10მგ პაკეტი #10
ტერაფლუ ექსტრა ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 650მგ+20მგ+10მგ პაკეტი #10

ტერაფლუ ექსტრა ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 650მგ+20მგ+10მგ პაკეტი #10

საფრანგეთი

დელფარმ ორლეანსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - PARACETAMOL; PHENIRAMINE; PHENYLEPHRINE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მრდ-სა და “გაცივების” სიმპტომების საწინააღმდეგო საშუალება (მაანელგეზირებელი არანარკოტიკული საშუალება + ალფა-ადრენომიმეზური + H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი (ვაშლისა და დარიჩინის გემოთი) შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში 21.78 გ, შეფუთვაში 10 ც.
1 პაკ.
პარაცეტამოლი .......................... 650 მგ
ფენირამინის მალეატი .................... 20 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ..... 10 მგ

ჩვენებები:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები - გრიპი, მრვი (“გაცივება”), რომლებსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ცხელება, თავის ტკივილი, სურდო, ცხვირის შეგუბება, ცემინება და კუნთების ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება შიგნით. ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა განზავდეს 1 ჭიქა ადუღებულ ცხელ წყალში. მიიღება ცხელი სახით. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.
განმეორებითი დოზის მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში არა უმეტეს 3 დოზისა 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს ავლენს ძილის წინ, ღამე მიღებისას. თუ პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები:
♦ შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), მომატებული აგზნებულობა, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, სიმშრალე პირში, შარდის შეკავება, ღებინება, გულისრევა, კუჭის ტკივილი, გულისცემა, არტერიული წნევის აწევა, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, მიდრიაზი, აკომოდაციის პარეზი, თვალშიდა წნევის მომატება.
♦ პარაცეტამოლის არსებობის გათვალისწინებით: იშვიათად - სისხლის სისტემის დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპნია, აგრანულოციტოზი);
♦ მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ;
* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
* პორტული ჰიპერტენზია;
* ალკოჰოლიზმი;
* თირკმლის უკმარისობა;
* ფერმენტ გლუკოზა 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
* 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით გამოიყენება: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ღვიძლისა და თირკმლის, ფილტვების მძიმე დაავადებები (მ.შ. ბრონქული ასთმა), შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს. თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინი-ჯონსონისა და როტარის სინდრომები).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დელფარმ ორლეანსი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+ფენირამინი+ფენილეფრინი
დოზა
650მგ+20მგ+10მგ
ფორმა
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი