შემადგენლობა: დროზერას თხევადი ექსტრაქტი - 400მგ. ადატოდა ვასიკას წყლიანი ექსტრაქტი - 200მგ. მალვას წყლიანი ექსტრაქტი - 175მგ. ისლანდიური ლიქენის თხევადი ექსტრაქტი - 120მგ. მრავალძარღვას თხევადი ექსტრაქტი - 85მგ. უნკარიას თხევადი ექსტრაქტი - 40მგ. ცაცხვის თხევადი ექსტრაქტი - 40მგ. გრაკლას თხევადი ექსტრაქტი - 40მგ. ექინაცეას თხევადი ექსტრაქტი -25 მგ. ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება, ფიტოპრეპარატი. ფარმაკოლოგიური თვისებები: ვალუბრონქო წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებას. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას და ამოხველების გაიოლებას, სუნთქვის გაუმჯობესებას, ხველის შემცირებას და გაქრობას. ჩვენებები: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს წებოვანი და ბლანტი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნა და მისი ამოხველების გართულება. მწვავე, ქრონიკული ბრონქიტი ტრაქეობრონქიტი ბრონქული ასთმა ბრონქოექტაზიური დაავადება უკუჩვენება: 1 წლამდე ასკის ბავშვები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. მიღების წესი და დოზირება: 1-6 წლამდე ბავშვებში ინიშნება 1ჩ/კ.(5მლ) 2-3 ჯერ დღეში. 6-12 წლამდე ბავშვებში - 2ჩ/კ.(5-10მლ) 3ჯერ დღეში. 12 წლის ზემოთ ბავშვებში და მოზრდილებში -1ს/კ.(10მლ) 3-4ჯერ დღეში. გამოშვების ფორმა: 200მლ. სიროფი. შენახვის წესები: ინახება 150C-250C ტემპერატურაზე. მშრალ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)