სიროფი ტყის კენკრის გემოთი , აწყნარებს და ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს და ამცირებს ხველას.
ყოველი 20მლ შეიცავს:
პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, რძეს, სოიოს, გლუტენს და გმო-ს.
შავი ანწლის (S.Racemosa) ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს გაციების და ვირუსული ინფექციების დროს, ამაღლებს იმუნიტეტს, აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, აიოლებს ნახველის გამოდევნას დ ა გააჩნია დამაწყნარებელი მოქმედება.
სუროს ექსტრაქტი არბილებს გაღიზიანებულ ყელს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ათხელებს ნახველს და აიოლებს მის გამოდევნას ორგანიზმიდან. აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური და ბრინქოსპაზმოლიზური მოქმედება.
ალთეას ექსტრაქტს აქვს ამოსახველებელი, დამარბილებელი, ხველის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი აწყნარებს ანთების კერებს ყელისა და ბრონქების მიდამოში.
სუნდის ექსტრაქტის შემცველ პრეპარატებს აქვთ ამოსახველებელი, დიურეზული, ანტისკლეროზული და სპაზმოლიზური მოქმედება.
ევკალიპტის ექსტრაქტს აქვს ანტიმიკრობული, ანტისეპტიური და მადენზიფიცირებელი მოქმედება. აგრეთვე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
აწყნარებს და ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს და ამცირებს ხველას.
მომატებული მგრძნობელობა სიროფის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 20 მლ.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.
პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.